ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის შიკონათია ცნობილი, კიუშიუ ბაშოზე მე-7 გამარჯვება იზეიმა და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად 1 შერკინების მოგებაღა სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ირჯება, მორიგი გამარჯვება კი აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშურა კოტოიუკისთან იზეიმა.
ახლა, ქართველი გოლიათის მონაგარი 7 მოგება და 2 მარცხია. ასეთივე მონაგარი აქვთ იოკოძუნა ჰარუმაფუჯის, აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა ოკინოუმის და დასავლეთის მე-14 მაეგაშირა სოკოკურაის. 8-8 მოგება მოუგროვდათ იოკოძუნა ჰაკუჰოს, ოძეკი კისენოსატოს და დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კუოკუტენჰოს, ერთპიროვნული ლიდერი კი იოკოძუნა კაკურიუა.
ფუკუოკაში მიმდინარე ნოემბრის სუპერტურნირის მე-10 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-16 მაეგაშირა ჩიიომარუ იქნება და ეს მეტოქეთა პირველი ორთაბრძოლა იქნება. დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი იოკოძუნა ჰარუმაფუჯის და ოძეკი კისენოსატოს და ოძეკების – კოტოშოგიკუს და გოეიდოს შერკინებებში.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში 4 მოგების წილ მე-5 მარცხი განიცადა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. დასავლეთის მე-5 ნომრით მოასპარეზე ქართველი დასავლეთისვე მე-7 ნომერმა ასასეკირიუმ უვატედაშინაგეთი დაჯაბნა. გაგამარუს შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთში მე-12 რეიტინგის მქონე საკიგაკე იქნება.