“ტოტენჰემის” არგენტინელი შემტევით ერიკ ლამელათი იტალიური “სერია ა”-ს სამი კლუბი დაინტერესდა. როგორც Goal.com-ი იუწყება, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ლამელას ტრანსფერზე “იუვენტუსი”, ”რომა” და “ინტერი” იმუშავებენ.
22 წლის არგენტინელი ნახევარმცველი 2013 წელს სწორედ “რომადან” გადავიდა “ტოტენჰემში”, სადაც პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 11 შეხვედრა ჩაატარა.