პსჟ-ს 33 წლის შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი საფრანგეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში თავის გუნდს “მარსელის” წინააღმდეგ დაეხმარება – ამ ინფორმაციას RMC ავრცელებს.
იბრაჰიმოვიჩი გუნდთან ერთად ვარჯიშობს. 33 წლის შვედს 21 სექტემბრის შემდეგ აღარ უთამაშია, ქუსლის ტრავმის გამო.
“მარსელი” ჩემპიონატში პირველ ადგილზეა 28 ქულით, ხოლო პარიზელები მეორე ადგილს იკავებენ და 4 ქულით ჩამორჩებიან მეტოქეს.
პსჟ – “მარსელი” თბილისის დროით დღეს, 24:00 საათზე დაიწყება.