ფეხბურთი

3:58 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” დაფრინავს, “ბარსას” – უჭირს

ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის მეორე სათამაშო დღე “ხუეგოს მედიტერანეოსზე” გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა “ალმერიამ” “ბარსელონა” მიიღო. კატალონიურ კლუბს ლა ლიგაში ზედიზედ ორი წაგება ჰქონდა და აუცილებლად მართებდა მოგება.
“ბლაუგრანას” თავკაცმა, ლუის ენრიკემ რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალება მისცა და ისე დაიწყო თამაში. სტურებმა კარგად დაიწყეს და გოლის გატანის რამდენიმე ძალიან რეალური შანსი გაუშვეს ხელიდან. აქტიურობდა ლეო მესი, რომელსაც ტელმო ზარას რეკორდის განმეორებამდე ერთი გოლიღა აშორებს, თუმცა არგენტინელი უკვე სამი მატჩია ლა ლიგაში გოლის ვერ ახერხებს. მას თავიდანვე შეეძლო გატანა, თუმცა რუბენმა დიდებულად ითამაშა, რომელმაც ჯერ ლეოს აუღო რთული დარტყმები ზედიზედ, ხოლო დამატებაზე ელ ჰადადისაც აჯობა. ცოტა ხანში რუბენმა ივან რაკიტიჩს აუღო ურთულესი ბურთი, ხოლო დამატებაზე მესის თავური ხარიხამ აისხლიტა. სამაგიეროდ, მასპინძელთა გოლში მიუძღვის მესის თავისი წვრილი. არგენტინელმა ბურთი მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან დაკარგა, რასაც სორიანოს შესანიშნავი გადაცემა და უსწრაფესი კონტრშეტევა მოჰყვა, ბიფიუმა ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა და ანგარიში 37-ე წუთზე გახსნა – 1:0.
მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ენრიკემ ნეიმარი და სუარესი შემოუშვა, პედროსა და ელ ჰადადის ნაცვლად. სამხრეთ ამერიკულმა დუეტმა კატალონიელთა შეტევები უფრო მრავლფეროვანი გახადა და მალევე “ალმერიას” კართან ჩამოცხა. სადებიუტო გოლის გატანა შეეძლო ლუის სუარესს, რომლის დარტყმულიც ხარიმა უკუაგდო. ურუგვაელმა გატანა ვერ მოახერხა, მაგრამ საგოლე გადაცემა გაუკეთა ნეიმარს, რომელმაც 73-ე წუთზე გაათანაბრა. გატანა კვლავ შეეძლო ლეო მესის, მაგრამ მისი დღე აშკარად არ იყო. არგენტინელის თავური ისევ ხარიხას მოხვდა. სტურებმა გამარჯვება მაინც შეძლეს, ლუის სუარესმა მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა და ამჯერად ალბას გაატანინა – 1:2.

შესანიშნავ სვლას განაგრძობს მადრიდის “რეალი”, რომელმაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაანადგურა “რაიო ვალეკანო”. მადრიდელთა დამრიგებელმა, კარლო ანჩელოტიმ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოახდინა და თავის გამოჩენის საშუალება კეილორ ნავასსა და ნაჩოს მისცა. რაც შეეხება შეხვედრას, მოლოდინისამებრ, მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-9 წუთზე ბეილმა ანგარიში გახსნა. ტაიმის ბოლო ხუთ წუთში კი, კლუბებმა გოლები გაცვალეს – მე-40 წუთზე რამოსმა გაიტანა, ხოლო 4 წუთში ბუენომ გაქვითა ერთი ბურთი.
მეორე ნახევარშიც მასპინძლები ფლობდნენ დიდ უპირატესობას, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომები. 54-ე წუთზე პედრო პერეს მონტერომ “რაიო ვალეკანოს” გოლი არ ჩაუთვალა. განმეორებაზე გამოჩნდა, რომ არბიტრის გადაწყვეტილება ძალიან საკამათოა, ბაპტიშტაო და პეპე ერთ ხაზზე იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, მონტერომ ბენზემას მე-4 გატანილი გოლისას დაახლოებით ორ მეტრიანი თამაშგარე მდგომარეობა არ დააფიქსირა და გოლი ჩათვალა, რამაც სტუმართა დიდი პროტესტი გამოიწვია. ბენზემას გოლამდე კი, თავი 55-ე წუთზე ტონი კროოსმა ჩინებული დარტყმულით გამოიჩინა. მატჩის საბოლოო შედეგი პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდუმ დააფიქსირა, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში მე-18 გოლის გატანა მოახერხა. “ბლანკოსმა”, რომელიც 27 ქულით ლა ლიგას ლიდერობს, ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა, გაიტანა 42 და გაუშვა 11 გოლი.

წინა ტურში, “ბარსელონას” დამმარცხებელმა “სელტამ” შინ “გრანადა” მიიღო და უდიდესი უპირატესობის მიუხედავად მისი დამარცხება ვერ შეძლო. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა “მალაგამ”, რომლის მეტოქეც “ეიბარი” გახლდათ და პირველ ტაიმში მეტოქის დამარცხებაც მოახერხა არუაბარენას გოლით. ანდალუსიელთაგან ჯერ ხუანმიმ გაათანაბრა, ხოლო 89-ე წუთზე დანიშნული პენალტი ამრაბატმა გამოიყენა და ბასკებს “ლა როსალედადან” ქულა არ გაატანა.

დღის კიდევ ერთი მატჩი “ხეტაფესა” და “ელჩეს” შორის, უგოლო ფრედ დასრულდა. გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ კლუბების კარის დარაჯები ვისენტე გუაიტა და ჟემისლავ ტიტონი ყოჩაღობდნენ, რაც მატჩის საბოლოო შედეგზეც აისახა.


ალმერია – ბარსელონა 1:2 (1:0)


ალმერია, “ხუეგოს მედიტერანეოსი”

ალმერია (4-2-3-1): რუბენი, ველესი, ტრახილიო, ხ.ნავარო, დუბარბიერი, ვერზა, აზეზი, სორიანო (ჰემედი 68), ტეიე (ველინგტონი 85), ზონგო, ბიფიუმა (მენდეში 77).
მწვრთნელი: ფრანცისკო როდრიგესი

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მასკერანო, ბარტრა, ადრიანო, ალბა, ბუსკეტსი (ხავი 66), რაკიტიჩი, რაფინია, პედრო (სუარესი 46), ელ ჰადადი (ნეიმარი 46), მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0 ბიფიუმა (37), 1:1 ნეიმარი (73), 1:2 ალბა (82).
გაფრთხილებები: ტეიე, სორიანო
მსაჯი: უნდიანო მალენკო

ხეტაფე – ელჩე 0:0

მადრიდი, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ნალდო, ველაზკესი, ესკუდერო, აროიო, ხ.როდრიგესი, ლასენი, ჰინესტროზა (კასტრო 46), სარაბია (სამირი 56), იოდა (ბაბა 70), ლაფიტა.
მწვრთნელი: კოსმინ კონტრა

ელჩე (4-4-2): ტიტონი, როკო, ლომბანი, ალბაკარი, დ.სუარესი, მოსკერა, პასალიჩი, ფაჟრი (ნიგუესი 81), ვ.როდრიგესი (ა.ხიმენესი 89). კ.ერერა (კორო 71), ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გაფრთხილებები: ესკუდერო – პასალიჩი, ალბაკარი, ტიტონი
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

რეალი – რაიო ვალეკანო 5:1 (2:1)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-4-2): ნავასი, რამოსი, პეპე, ნაჩო, მარსელო, კროოსი, მოდრიჩი, როდრიგესი (ისკო 68), ბეილი (ერნანდესი 85), რონალდუ, ბენზემა (მედრანი 84).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ.ალვარესი, ბა, ზე კასტრო, ტიტო, ინსუა (ქუინი 25), ტრაშორასი (ჟოზბედი 63), ფატუ, ბუენო, ლიკა, კაკუტა, ბაპტიშტაო (მანუჩო 73).
მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: 1:0 ბეილი (9), 2:0 რამოსი (40), 2:1 ბუენო (44), 3:1 კროოსი (55), 4:1 ბენზემა (59), 5:1 რონალდუ (83).
გაფრთხილებები: ფატუ, ტიტო, ლიკა, ქუინი
მსაჯი: პედრო პერეს მონტერო

მალაგა – ეიბარი 2:1 (0:1)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი (რესიო 93), მ.ტორესი, ბოკა, ანჟელერი, კამაჩო, დარდერი, ხუანმი (ლუის ალბერტო 78), კასტილიეხო, სამუელი (ჰორტა 62), ამრაბატი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, რ.ნავასი, ალბენტოსა, ბოვედა, კასტელიანო, დ.გარსია, ერასტი (ლეკიჩი 91), ბერხონი (ნიეტო 73), არუაბარენა, კაპა, დელ მორალი (ლარა 57).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გოლები: 0:1 არუაბარენა (42), 1:1 ხუანმი (53), 2:1 ამრაბატი (89 პენ.).
გაფრთხილებები: ბოკა, ჰორტა, კამაჩო – კასტელიანო, რ.ნავასი, ალბენტოსა
გაძევება: რ.ნავასი 88.
მსაჯი: მარტინეს მუნუერა

სელტა – გრანადა 0:0

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, კაბრალი, ს.გომესი (ფონტასი 72), მალიო (ა.ლოპესი 86), ჯონი, პ.ერნანდესი (ა.ფერნანდესი 64), რადოხა, კრონ-დელი, ნოლიტო, ორელიანა, ლარივეი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გრანადა (4-4-2):
რ.ფერნანდესი, ხ.კარლოსი, მურილიო, ბაბინი, ნიომი, ფ.რიკო, იტურა, ფოლქიერი, ა.სისოკო (მარკესი 69), ელ არაბი (ისააკი 53), კორდობა (როჩინა 60).
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

გაფრთხილებები: ორელიანა – იტურა, ხ.კარლოსი, ფ.რიკო, ნიომი
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 18. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 10. ლეო მესი (“ბარსელონა”), კარლოს ბაკა (“სევილია”), ხოაკინ ლარივეი ("სელტა") – 7.

თეგებილა ლიგა
0.200977