იტალიის სერია ა-ში მეთერთმეტე ტურის შეხვედრები დაიწყო. რეჯო ემილიაში მასპინძელმა “სასუოლომ” გასავრდნ ზონასთან ახლოს მყოფ ბერგამოელებს გოლი ვერ გაუტანა, თუმცა არც გაუშვა და მორიგი ქულა მოიპოვა.
პირველი ტაიმი ”ატალანტას” მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მატჩის მეორე ნაწილში დიდ უპირატესობას დაეუფლნენ მასპინძლები, მაგრამ მხოლოდ ბურთის ფლობას გამარჯვება არ მოაქვს და “სასუოლომ” მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა.
დი ფრანჩესკოს გუნდი ხუთი ტურია არ აგებს. დღევანდელი მატჩის შემდეგ მე-13 ადგილზე იმყოფება “სასუოლო.” ათეულს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, რასაც ცხრილის სიმჭიდროვეც განაპირობებს, თუმცა პირველ რიგში გუნდის შედეგიან თამაშზე უნდა ვისაუბროთ.
მაღალ ტემპში წარიმართა გენუური მატჩი. “მილანმა” ელ შაარავის გოლით მოახერხა დაწინაურება, თუმცა მასპინძლებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს და მეორე ტაიმის საწყის წუთებში წინ გავიდნენ.
ძალიან აქტიური იყო ოკაკა, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრა. მიხაილოვიჩის გუნდის ასევე ერთ-ერთი ლიდერია გაბიდინი, რომელსაც რამდენჯერმე შეეძლო გატანა.
65-ე წუთზე მენეზიმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. ფრანგის გოლი ქულის მომტანი გამოდგა. 85-ე წუთზე ბონერას გაძევებას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
მიხიალოვიჩისა და ინძაგის გუნდებმა სწაფი თამაში შემოგვთავაზეს. იტალიის ჩემპიონატის მატჩები მსგავსი ტემპით ხშირად არ ხასიათდება. ხშირი იყო ვარდნები, ბურთისთვის ბრძოლა და სათამაშო პროცესი სწრაფად მიმდინარეობდა.
“სასუოლო” – “ატალანტა” 0:0
რეჯო ემილია, “დელ ტრიკოლორე”
სასუოლო: კონსილი, პელუზო, კანავარო, ტერანოვა, ვრსალიკო, მისიროლი, მანანელი, ტეიდერი (პავოლეტი 88 ), სანსონე, ზაზა (ფლოკარი 72 ), ბერარდი (ფლორო 80 )
მთავარი მწვრთნელი: დი ფრანჩესკო
ატალანტა: სპორტიელო, ბენალუნე (ზაპაკოსტა 77 ), სტენდარდო, ჩერუბინი, დრამე, რაიმონდი, ბასელი, მილაჩიო, მოლინა (დ’ალესანდრო 81), მორალესი (ბოაკიე 68 ), დენისი
მთავარი მწვრთნელი: კოლანტუნო
მთავარი მსაჯი: ფაბრიციო პასკუა
გაფრთხილება: მანანელი (15), ბენალუნე (26), ბერარდი (26), ვრსალიკო (90+2)
“სამპდორია” – “მილანი” 2:2 (1:1)
გენუა, “კომუნალე ლუიჯი ფერარი”
სამპდორია: რომერო, მესბა, სილვესტრე (რეჯინი 83), კასტალდელო, დე სილვესტრი, დანკანი (რიცო 67), ობიანგი (ბერგესიო 90+1), სორიანო, ედერი, ოკაკა, გაბიდინი
მთავარი მწვრთნელი: მიხაილოვიჩი
მილანი: ლოპესი, ბონერა, მექსე, რამი, დე შილიო, ესიენი, დე იონგი, ბონავენტურა, ჰონდა (ტორესი 59), მენეზი (პოლი 87), ელ შაარავი
მთავარი მწვრთნელი: ინძაგი
გოლები: 0:1 ელ შაარავი (10), 1:1 ოკაკა (45+1), 2:1 ედერი (51), 2:2 მენეზი (65 თერთმეტმეტრიანი)
მთავარი მსაჯი: დანიელე ორსატო
გაფრთხილება: ბონერა (27), მექსე (36), დანკანი (56), დე შილიო (75), ობიანგი (81), ბონერა (85)
გაძევება: ბონერა (85)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლიგაზე არ დაგინახოთ თქვე ამყრალებულო გავნოვოზებო!
რატო სკდები ბოღმისგან კაცურად შეგიძლია ამიხსნა? რეალი მაგარ ფორმაშია (ისევ მილანისტას დამსახურებით) და ხო შეგიძლია დატკბე მაგათი თამაშთ? ეტყობა ძალიან ყავხარ თავის დროზე გამწარებული მილანს და ვერ ინელებ.
რატო სკდება და მართლა მილანისტა რო არ გადაეყვანათ ვერ იგებდნენ ლიგას და კვალში ედგათ მილანი. აი ამიტომ. შეიძლება ის დროც ახსოვს მილანში 0-5 რო აგებდნენ . . .
ალექსის და აბატეს გარდა და ჰა ჰა დეილიო სხვა ყველა ვინც დამცველია მილანში ყველა გასაშვებია.
შაარავიმ ნუდა მოუმატოს
უფრო ხშირად უნდა აიღოს საკუთარ თავზე თამაში..აშკარად შეუძლია ლიდერი გახდეს
დიშოვი სერია ა
რა დღეშია მილანი,გენუიდან ქულის წამოღებაც რომ უხარიათ უკვე
DD ისე ჩვენ ადმინს უფრო უხარია მგონი ისეთი სათაურია,DDD
ელშაააააააააააააააა
მაგრად მინდა ძველი ფორმა დაიბრუნოს
უხ მილან მილან როდემდე??
ტორპედო და მილანი რომელი რომელსDD