49 წლის იტალიელმა სპეციალისტმა რობერტო მანჩინიმ Interi TV-სთან საუბრისას, მისი მილანის „ინტერში“ დაბრუნება არ გამორიცხა.
„ინტერი“? ამ კლუბთან სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს. ზაფხულამდე ძნელია რაიმეს თქმა, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება. არაფერია გამორიცხული“, - აღნიშნა მანჩინიმ.
რობერტო მანჩინი ჯერჯერობით უმუშევარია. ის „ინტერს“ 2004 -დან 2008 -მდე ედგა სათავეში. ამ ხნის განმავლობაში კლუბთან ერთად სამი სკუდეტოს, იტალის თასის და სუპერთასის მოგება შეძლო. მანჩინი ბოლოს თურქულ, „გალათასარაის“ წვრთნიდა.