ფეხბურთი

21:15 | 8.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"რომას" სტროტმანი დაუბრუნდა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი კევინ სტროტმანი ტრავმით გამოწვეული რვათვიანი უქმობის შემდეგ "რომას" შემადგენლობას დაუბრუნდა და "მგლების" გაფართოებულ განაცხადში მოხვდა.

ჰოლანდიელ ფეხბურთელს მარცხენა ფეხის მუხლის ტრავმა აწუხებდა და მისი დაბრუნება ნოემბრის შუა რიცხვებისთვის იყო მოსალოდნელი. ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პერიოდი გეგმის მიხედვით წარიმართა და შესაძლოა მიმდინარე სეზონში ნახევარმცველს დებიუტი 9 ნოემბერს, "ტორინოსთან" მატჩში ჰქონდეს.

გასულ სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა 29 მატჩი ჩაატარა და 6 გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემაც შეასრულა. მძიმე ტრავმის გამო სტროტმანმა ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზეც ვერ მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115541