ფეხბურთი

12:30 | 17.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიდინკმა გადადგომის შესახებ კომენტარი არ გააკეთა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებს ბოლო დროს წარმატებული პერიოდი არ უდგას და გულშემატკივრები გუს ჰიდინკით უკმაყოფილონი არიან. მისი თავკაცობით გამართული ბოლო ექვსი შეხვედრიდან "ნარინჯისფერებმა" მხოლოდ ორი მოიგეს. მეორე გამარჯვება 16 ნოემბერს ევროშესარჩევის მატჩში ლატვიის წინააღმდეგ გახლდათ (6:0).

მატჩის შემდეგ გუს ჰიდინკი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა, თუმცა მისი შესაძლო გადადგომის შესახებ დასმულ კითხვაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

"არ ვაპირებ გიპასუხოთ ამ კითხვაზე. ვფიქრობ, ახლა ამის დრო არაა. დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია შესანიშნავი მატჩი ჩავატაროთ და ეს უფრო მნიშვნელოვანია. განვლილ შეხვედრაში წუნი უფრო დაცვას ჰქონდა, თავდასხმაში კი დიდებულად გავისარჯეთ," - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

ჰოლანდიელები ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის 4 ტურის შემდეგ A ჯგუფში 6 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან. "ნარინჯისფერები" პირველადგილოსან ჩეხეთს 6 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო მეორეადგილოსან ისლანდიას 3 ქულით. ჰოლანდიის ნაკრები ევროშესარჩევში მომდევნო მატჩს შინ თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119814