ფეხბურთი

14:40 | 8.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"გენკი" ოქრიაშვილს თბილისშიც დააკვირდება

საქართველოს ნაკრების და ბელგიური "გენკის" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი პოლონეთთან 14 ნოემბერს გასამართი მატჩისთვის ეროვნულ გუნდშია გამოძახებული, მანამდე კი "გენკის" სარეზერვო გუნდში განაგრძობს მზადებას.

ბელგიური კლუბის ტექნიკური დირექტორი გიუნტერ ჯეიკობი ქართველ ფეხბურთელზე დაკვირვებას კვლავ განაგრძობს და მთავარ გუნდში დაბრუნება თორნიკეს ხელთაა.

"14 ნოემბერს მას შეუძლია საქართველოს ნაკრებს დაეხმაროს პოლონეთის წინააღმდეგ და გამოჩნდება კიდეც თუ რამდენად შორსაა სასურველი ფორმიდან. თბილისში მეც გავფრინდები და როგორც შევძლებთ სწრაფად დავბრუნდებით უკან. პარასკევის და შაბათის ინტერვალის პერიოდში მოვილაპარაკებთ და ოქრიაშვილის საკითხს გადავწყვეტთ." - ციტირებს voeltbalnieuws ჯეიკობის სიტყვებს.

ოქრიაშვილმა ბოლო ორი სანაკრებო პაუზის შემდეგ ბელგიაში ჩასვლა დააგვიანა და შესაბამისად, "გენკის" მხრიდან სიფრთხილის გამოჩენა მოსალოდნელი გახლავთ.

0.117557