კალათბურთი

14:06 | 8.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

NBA-ში 5 ოვერტაიმი დაფიქსირდა (+VIDEO)

გამთენიისას NBA-ში 11 მატჩი გაიმართა. მაიკლ ჯორდანის “შარლოტ ჰორნეტსმა” უმძიმეს ბრძოლაში ატლანტა ჰოუქსი” 122:119 დაამარცხა. მატჩში გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო. მატჩის ძირითადი დრო 97:97 დასრულდა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე “შარლოტა” 3 ქულას იგებდა თუმცა “ატლანტამ” 3-ქულიანი ჩააგდო და მატჩში და ახალ სეზონში მეორე ოვერტაიმი დაინიშნა. გუნდები ძალიან ახლოს იყვნენ მესამე ოვერტაიმის დანიშვნამდე, მეორე ოვერტაიმის დასრულებამდე 2 წამით ადრე 119:119 იყო ანგარიში. ჯორდანის გუნდმა ბურთი შემოიტანა და ლენ სტივენსონმა 3-ქულიანი გაუშვა, ბურთი ჯერ ფარს მოხვდა და შემდეგ ჩაეშა კალათში.

“ორლანდომ” “მინესოტა” 112:103 დაამარცხა. “მინესოტას” ლიდერმა რიკი რუბიომ მატჩში 13 წუთი ითამაშა. ესპანელმა გამთამაშებელმა კოჭის ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. მატჩის დასრულებამდე 3 წამი იყო დარჩენილი ანგარიში საყაიმო გახლდათ- 94:94. კევინ მარტინმა 2-ქულიანი ისროლა, მაგრამ ბურთმა მიზანს ვერ მიაღწია და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც რუბიოს გარეშე დარჩენილმა “მინესოტამ” “ორლანდოსთან” ვერაფერი ვეღარ გააწყო და საბოლოოდ 9-ქულიანი სხვაობით დამარცხა.

“ჩიკაგო ბულზმა” ფილადელფიაში ადგილობრივი კლუბი 118:115 დაამარცხა. დერეკ როუზის გარეშე მოასპარეზე “ ჩიკაგოს” მსროლელმა დანლივიმ ულიდერა, რომელმაც გუნდს 27 ქულა შესძინა. მთელი მატჩის განმავლობაში “ჩიკაგო” ფლობდა უპირატესობას, მატჩის ბოლო პერიოდში “ფილადელფიამ” შეძლო მატჩში დაძაბულობის შეტანა. ანგარიშზე 118:115 “ჩიკაგოს” სასარგებლოდ, ფილადელფიელებმა მატჩის ბოლო წამებზე 3-ქულიანი ცენტრიდან ისიროლეს, ბურთმა ფარამდეც ვერ მიაღწია.

ნიუ იორკულ დერბიში “ბრუკლინ ნეტსმა” “ნიუ იორკ ნიქსი” 110:99 დაამარცხა. “ბრუკლინი” მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესბას. მატჩის საუკეთესო მექულე “ბრუკლინის” და ამერიკის ნაკრების გამთამაშებელი დერონ უილიამსი გახლდათ 29 ქულით. “ნიქსის” ლიდერ კარმელო ენტონის 19 ქულა ჰქონდა.

“ფინიქსი” “საკრამენტო კინგზსთან” საშინაო კელდებში 112:114 დამარცხდა. მატჩში გამარჯვებულის გამოსავლენად 2 ოვერტაიმი გახდა საჭირო. მატჩის ძირითადი დრო 99:99 დამთავრდა. პირველი ოვერტაიმის დასრულების შემდეგ ანგარიში 106:106 იყო. მეორე ოვერტაიმის დასრულებამდე 6 წამით ადრე “საკრამენტო” 114:112 იგებდა. "ფინიქსმა” 6 წამში ორი სროლა განახორციელა, თუმცა ორივე არაზუსტი აღმოჩნდა.

“კლივლენდ კავალიერსმა” მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა. ბლატის შეგირდებმა გასვლით მატჩში “დენვერი” 110:101 დაამარცხეს. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 22 ქულა, 7 მოხსნა და 11 პასი შესძინა. ლებრონი, როცა სათადარიგო სკამზე ისვენებდა, თავის თანაგუნდელებს სკამიდან აქტიურად მოუწოდებდა თუ როგორ უნდა ეთამაშათ და გუნდს ამხნევებდა.

“შარლოტ ჰორნეტსი” – “ატლანტა ჰოუქსი” 122:119 (22:29, 25:21, 23:28, 27:19, ო. ტ. 25:22)

“შარლოტი”: ჯეფერსონი (34 ქ. 9 მ.), ნილი (23 ქ.), სტივენსონი (17 ქ. 13 მ.), უოლკერი (15 ქ. 9 მ. 10 პ.), კიდ-გილკრისტი (10 ქ.), ზელერი (10 ქ. 5 მ.), უილიამსი (5 ქ.), ჰეარსტონი (4 ქ.), მაკსიელი (4 ქ.), რობერტსი (5 პ.).

“ატლანტა”: ჰორფორდი (24 ქ. 10 მ.), ტიგი (22 ქ. 15 პ.), კორვერი (20 ქ.), ქეროლი (13 ქ.), მილსაპი (13 ქ. 6 მ.), შრიოდერი (10 ქ.), ანტიჩი (8 ქ.), სკოტი (6 ქ.), სეფოლოშა (3 ქ. 8 მ.).

“ორლანდო” – “მინესოტა” 112:103 (26:27, 21:25, 27:25, 20:17, 18:9)

“ორლანდო”:ფურნიე (20 ქ.), ჰარისი (17 ქ. 16 მ.), გორდონი (17 ქ. 6 მ.), პეიტონი (15 ქ. 5 მ.), ვუჩევიჩი (14 ქ. 9 მ.), ჰარკლესი (11 ქ.), რიდნური (8 ქ.), ფრაი (6 ქ. 6 მ.), გრინი (4 ქ.).

“მინესოტა”:მარტინი (21 ქ. 5 პ.), პეკოვიჩი (16 ქ. 7 მ.), ბრიუერი (16 ქ. 5 მ.), იანგი (13 ქ.), დიენგი (11 ქ. 10 მ.), უიგინსი (6 ქ.), რუბიო (4 ქ. 6 პ.), მუჰამადი (4 ქ.), უილიამსი (4 ქ. 7 პ.), ლავინი (4 ქ.), ჰუმელი (2 ქ.), ბენეტი (2 ქ.).

“ფილადელფია” – “ჩიკაგო” 115:118 (28:33, 29:24, 19:35, 39:26)

“ფილადელფია”: როტენი (31 ქ. 5 მ. 7 პ.), ტომპსონი (21 ქ.), მბა ა მუტე (16 ქ. 11 მ.), სიმსი (16 ქ. 8 მ. 5 პ.), ჯონსონი (8 ქ.), დევისი (7 ქ.), მაკდენიელსი (6 ქ. 5 მ.), შვედი (6 ქ.), სემპსონი (4 ქ. 5 მ.).

“ჩიკაგო”:დანლივი (27 ქ.), ბატლერი (23 ქ. 7 მ. 5 პ.), გასოლი (17 ქ. 12 მ.), ჰაინრიკი (13 ქ. 7 პ.), გიბსონი (11 ქ.), ბრუკსი (10 ქ.), მაკდერმოტი (8 ქ.), ნოა (5 ქ. 9 მ.), სნელი (3 ქ.), მიროტიჩი (1 ქ.).

“ბოსტონი” – “ინდიანა” 101:98 (30:26, 25:26, 18:23, 28:23)

“ბოსტონი”: სალინჯერი (17 ქ. 6 მ. 5 პ.), გრინი (15 ქ. 7 მ.), ოლინიკი (12 ქ. 5 მ.), ბრედლი (11 ქ.), ბასი (10 ქ.), რონდო (8 ქ. 6 პ.), ტერნერი (8 ქ.), ზელერი (6 ქ.), პრესი (5 ქ.), ტორნტონი (4 ქ.), სმარტი (3 ქ.), უოლესი (2 ქ.).

“ინდიანა”:ჰიბერტი (22 ქ. 11 მ.), კოუპლენდი (17 ქ. 6 მ.), სლოანი (15 ქ. 5 მ.), ჰილი (12 ქ.), ალენი (12 ქ. 7 მ.), სკოლა (11 ქ. 8 მ.), პრაისი (5 ქ.), რუდეზი (4 ქ.).

“ბრუკლინ ნეტსი” – “ნიუ იორკ ნიქსი” 110:99 (30:20, 25:22, 31:26, 24:31)

“ბრუკლინ ნეტსი”: უილიამსი (29 ქ. 6 პ.), ლოპესი (20 ქ. 9 მ.), ჯონსონი (18 ქ. 7 მ.), ტელეტოვიჩი (18 ქ.), ბოგდანოვიჩი (8 ქ.), ანდერსონი (8 ქ. 6 მ.), გარნეტ (4 ქ. 5 მ.), ჯეკი (4 ქ. 5 პ.), პლამლი (1 ქ. 5 მ.).

“ნიუ იორკ ნიქსი”:ენტონი (19 ქ.), ჰარდევეი (16 ქ.), სტაუდმაიერი (14 ქ. 7 მ.), ერლი (12 ქ.), შამპერტი (11 ქ. 5 პ.), ჯ.რ. სმიტი (8 ქ. 5 პ.), ეისი (7 ქ. 9 მ.), ჯ. სმიტი (6 ქ.), ოლდრიჩი (4 ქ.), დალემბერტი (2 ქ.).

“დეტროიტ პისტონსი” – “მილოუკ ბაქსი” 98:95 (27:21, 24:23, 25:28, 22:23)

“დეტროიტი”: კოლდუელ-პოუპი (19 ქ. 5 მ.), ჯენინგსი (15 ქ. 6 პ.), სმიტი (14 ქ. 8 მ. 5 პ.), ბატლერი (14 ქ.), დრამონდი (11 ქ. 10 მ.), მონრო (10 ქ. 7 მ.), ოგასტინი (9 ქ.), იერებკო (4 ქ.), სინგლერი (2 ქ.).

“მილოუკი”: პარკერი (18 ქ. 5 მ.), ნაითი (17 ქ. 6 მ. 9 პ.), ანტეტოკოუნმპო (9 ქ. 5 მ.), დადლი (9 ქ.), ილიასოვა (8 ქ.), ბეილესი (8 ქ.), სანდერსი (7 ქ. 5 მ.), ო.ჯ. მაიო (6 ქ.), ფაჩულია (6 ქ. 4 მ. 1 პ. 2 ჩ. 1 ბ.), ჰენსონი (4 ქ.), მარშალი (3 ქ.).

“ტორონტო” – “ვაშინგტონი” 103:84 (28:18, 31:17, 23:23, 21:26)

“ტორონტო”:დეროზანი (25 ქ.), როსი (18 ქ. 5 მ.), ლოური (13 ქ. 11 მ. 10 პ.), უილიამსი (13 ქ.), ვალანჩუნასი (9 ქ. 9 მ.), პატერსონი (7 ქ. 5 მ.), ა. ჯონსონი (6 ქ. 7 მ.), ჰენსბრო (5 ქ.), ჯ. ჯონსონი (5 ქ.), ვასკესი (2 ქ.).

“ვაშინგტონი”:პორტერი (13 ქ. 5 მ.), ჰამფრისი (11 ქ. 5 მ.), მილერი (10 ქ.), პირსი (8 ქ. 8 მ.), გორტატი (8 ქ. 10 მ.), უოლი (8 ქ. 7 პ.), ნენე (7 ქ.), გუდენი (5 ქ. 6 მ.), ბატლერი (5 ქ.), სერაფინი (4 ქ.), ტემპლი (3 ქ.), ბლერი (2 ქ.).

“ოკლაჰომა სიტი თანდერი” – “მემფის გრიზლი” 89:91 (19:22, 21:27, 22:17, 27:25)

“ოკლაჰომა”:ჯეკსონი (22 ქ. 7 მ. 8 პ.), ლემბი (17 ქ.), იბაკა (16 ქ. 7 მ.), ადამსი (13 ქ. 11 მ.), ტელფეირი (13 ქ.), ტომასი (3 ქ. 6 მ.), კოლისონი (3 ქ.), პერკინსი (2 ქ. 5 მ.).

“მემფისი”: კონლი (20 ქ. 5 პ.), ლი (17 ქ.), რენდოლფი (16 ქ. 7 მ.), ალენი (9 ქ.), გასოლი (8 ქ. 9 მ.), კარტერი (8 ქ.), უდრიჰი (5 ქ.), კუფოსი (4 ქ. 7 მ.), ლუერი (2 ქ.), პონდექსტერი (2 ქ.).

“ფინიქსი” – “საკრამენტო” 112:114 (36:25, 22:30, 30:22, 11:22, ო. ტ. 13:15)

“ფინიქსი”: ბლედსოუ (23 ქ. 5 მ. 8 პ.), დრაგიჩი (22 ქ.), მარკიფ მორისი (16 ქ.), პლამლი (15 ქ. 16 მ.), ტაკერი (15 ქ. 7 მ.), მარკუს მორისი (9 ქ. 7 მ.), გრინი (6 ქ.), ლენი (3 ქ.), ტომასი (3 ქ.).

“საკრამენტო”:კაზინსი (25 ქ. 18 მ.), კოლისონი (16 ქ.), მაკლემორი (15 ქ.), ლენდრი (12 ქ. 8 მ.), გეი (11 ქ. 9 მ.), სეშნსი (9 ქ.), სტაუსკასი (9 ქ.), ტომპსონი (8 ქ. 5 მ.), ევანსი (5 ქ. 5 მ.), კასპი (4 ქ.).

“იუტა ჯაზი” – “დალას მავერიქსი” 82:105 (17:24, 27:28, 18:26, 20:27)

“იუტა”: ბარკსი (14 ქ.), ჰეივორდი (12 ქ. 5 მ.), ბარკი (11 ქ.), ეკსამი (11 ქ.), გობერტი (8 ქ.), კანტერი (8 ქ. 10 მ.), ბუკერი (7 ქ.), ფეივორსი (6 ქ. 7 მ.), კლარკი (3 ქ.), ინგლესი (2 ქ.)

“დალასი”: ნოვიცკი (27 ქ. 10 მ.), ჩენდლერი (15 ქ. 13 მ.), ვრაიტი (12 ქ.), ნელსონი (10 ქ.), ბარეა (8 ქ.), ჰარისი (8 ქ.), პარსონსი (5 ქ.), ამინუ (2 ქ.)

“დენვერი” – “კლივლენდი” 101:110 (20:38, 25:20, 26:27, 30:25)

“დენვერი”: ფოი (28 ქ. 9 პ.), ჩენდლერი (14 ქ. 10 მ.), რობინსონი (14 ქ. 5 პ.), გალინარი (10 ქ.), ნურკიჩი (10 ქ.), ფარიდი (8 ქ. 7 მ.), ჯი (6 ქ.), გრინი (6 ქ.), მოზგოვი (5 ქ. 5 მ.), აფლალო (5 მ.).

“კლივლენდი”: ჯეიმსი (22 ქ. 7 მ. 11 პ.), ლავი (19 ქ. 8 მ.), უეიტერსი (17 ქ.), ვარეჟაო (15 ქ. 7 მ.), ირვინგი (12 ქ. 6 პ.), ტომპსონი (12 ქ. 5 მ.), მერიონი (10 ქ. 6 მ.), მილერი (3 ქ.).

თეგებიNBA
0.11071