ფეხბურთი

12:14 | 8.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

24 ტრავმა - 400 დღე: ვერმალენმა შესაძლოა ოპერაცია კვლავ ჩაიტაროს

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბელგიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" მცველმა ტომას ვერმალენმა მუხლქვედა მყესის ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა და დიდი ალბათობით ოპერაციას კვლავ გაიკეთებს.

28 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე მიიღო და დღემდე ვერ გამოჯანმრთელდა. ბელგიელი ლონდონის "არსენალიდან" "ბარსელონაში" ტრავმირებული გადავიდა და ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყებს თამაშს.

Aშ-ის ინფორმაციით, ვერმალენმა 2009 წლიდან მოყოლებული 24 სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღო ლაზარეთში 400 დღე გაატარა.

0.111482