საფრანგეთის ჩემპიონატის მე-13 ტური “რენისა” და “ლორიენის” მატჩით დაიწყო. გუნდების დონის შესაბამისად შეხვედრა დაბალ ტემპში წარიმართა. პირველი ტაიმი მასპინძელთა მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი არ შექმნილა.
მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა უხეშობას უმატეს, მსაჯს ექვსი ყვითელი ბარათის ჩვენება მოუწია. პირველი ნახევრისგან განსხვავებით გუნდებმა თანაბარი თამაში შემოგვთავაზეს, მატჩის ბედი კი ცვლილებაზე გამოსულმა პედრო ენრიკემ გადაწყვიტა.
თამაშის მიწურულს “ლორიენის” უშედეგო იერიშს მასპინძელთა კონტრშეტევა მოჰყვა. ფლანგზე “რენის” ლიდერმა ენტიპიმ რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და საჯარიმოსკენ დაბალი პასი გააკეთა, სადაც ყველას 24 წლის ბრაზილიელმა პედრო ენრიკემ ყველას აჯობა და “რენს” გამარჯვება მოუტანა.
“რენი” – “ლორიენი” 1:0 (0:0)
რენი, “სტად დე ლა რაუტ დე ლორიენ”
რენი: კოსტილი, არმენდი, დანსი, დაკური, ფერნანდესი, გროსიცკი (პედრო 63 ), ჰაბიბა (ჰოზინერი 84 ), მბენგუ, მექსერი, ენტიფი, პეჟა (პრჩიჩი 73)
მთავარი მწვრთნელი: მონტანიერი
ლორიენი: ლეკომტე, აბდულაჰი (მოსტეფა 55 ), აეუ, გასამა (ვოტერი 81 ), გერეირო, ჟოფრე, კონე, ლატუა, ლავინი (ჟენო 73 ), ლე გოფი, მესლუბი
მთავარი მწვრთნელი: რიპოლი
გოლი: 1:0 პედრო (89)
მთავარი მსაჯი: ვილფრიდ ბიენი
გაფრთხილება: ლატუა(46), მექსერი (62), გასამა (66), კონე (68), პედრო (69), არმენდი (82)