კალათბურთი

11:17 | 8.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაზამ “დეტროიტს” 6 ქულა ჩაუგდო

ზაზა ფაჩულიას “მილოუკი ბაქსი” გასვლით მატჩში “დეტროიტ პისტონსთან” 95:98 დამარცხდა. ფაჩულია სასტარტო 5-ეულში არ იმყოფებოდა. ზაზამ პარკეტზე 16 წუთი და 57 წამი გაატარა. საქართველო ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თავის გუნდს 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 ბლოკი შესძინა. ზაზამ 3-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და სამივეჯერ ზუსტი აღმოჩნდა მისი ნატყორცნი. ფაჩულიამ 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ერთხელ დაკარგა ბურთი.

“მილოუკს” 2 მოგება და 4 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება. 9 ნოემბერს “მილოუკი” სახლში “მემფის გრიზლის” დაუპირისპირდება.

0.124787