"ჰერტამ" ბუნდესლიგის მე-11 ტურის სასტარტო მატჩში შინ 0:2 წააგო "ჰანოვერთან". ამ გამარჯვებით, ტაიფუნ ქორქუთის გუნდი დროებით მეოთხე ადგილზე გადავიდა. ჯერ ფრანგმა ჯიმი ბრიანმა, შემდეგ კი იაპონელმა ჰიროში კიოტაკემ მეორედ დაამწუხრა დედაქალაქელები. საინტერესოა, რომ ბრიანისთვისაც და კიოტაკესთვისაც დღევანდელი გოლები ამ სეზონში სადებიუტო იყო.
"ჰანოვერს" ერთი ხანობა ზედიზედ სამი წაგება დაუგროვდა, მაგრამ ზედიზედ მესამე გამარჯვებით შეუნაცვლა. ამ შეხვედრაშიც, აჯობეს "ჰერტას" და დამსახურებულად მოიგეს.
ჰერტა-ჰანოვერი 0:2 (0:1)
ჰერტა: კრაფტი, ჰეიტინგა, ლუსტენბერგერი (ბრუქსი 55), პეკარიკი, პლატენგარდტი, ჰოსოგაი, შკიელბრედი, შტოკერი (რონი 60), ბერენსი, კალუ, ჰარაგუჩი (ვაგნერი 74)
მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი
ჰანოვერი: ცილერი, მარსელო, ჰიროკი საკაი, შულცი, ტესკერი, ბიტენკური (შტინდლი 77), გულსელამი, კიოტაკე (სობეხი 87), შმიდებახი, ბრიანი (კარამანი 90+1), ხოსელუ
მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი
გოლები: 0:1 ბრიანი (44), 0:2 კიოტაკე (76)
გაფრთხილება: ბიტენკური (45), შტოკერი (57), ბრუქსი (66), კიოტაკე (70), რონი (83)
მსაჯი: შიპელი