როგორც “მირორი” იუწყება, არსენ ვენგერი კრის სმოლინგისა და მორგან შნეიდერლინის შეძენით არის დაინტერესებული. ვენგერის თქმით, უცნობია როდის დაუბრუნდება მოედანს ფრანგი კოშელნი და მანჩესტერელის დამატების სურვილიც აქედან მომდინარეობს.
ვენგერს ადრიენ რაბიოს შეძენა სურდა, თუმცა 19 წლის ფრანგმა პსჟ-თან ახალი კონტრაქტი გააფორმა და შნეიდერლინზე გადაერთნენ ლონდონელები.
“არსენალი” ხსენებული მოთამაშეების დამატებას დამდეგი სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავს.