ცნობილი გახდა ნოემბერში დაგეგმილი სუმოს მორიგი სუპერტურნირის სასტარტო დღეების განრიგი. ქართველი ქომაგისთვის მას ისევ განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რადგანაც ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ჩვენებურ სეკიტორს კვლავ ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, ჩინებული ფორმა აკრიფა და ზედიზედ 4 ბაშო მოიგო, ამდენად, კვლავ უძლიერეს მეტოქეებთან ჭიდილი მოუწევს.
საწყის ტურში ტოჩინოშინი, რომელიც აღმოვლეთის მე-8 მაეგაშირა გახლავთ, დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ენდოს გაეჯიბრება. მე-2 დღეს ქართველი გოლიათის პირისპირ დასავლეთის მე-7 მაეგაშირა სადანოუმი დადგება.
ნოემბრის სუპერტურინის სასტარტო დღეს (შიო-ნიტი) იოკოძუნები – ჰაკუჰო, კაკურიუ და ჰარუმაფუჯი, შესაბამისად, კომუსუბი იკიოის, კომუსუბი ტაკეკაძეს და სეკივაკე იჩინიჯოს დაუპირისპირდებიან.
ბრძოლაში ჩაებმება თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუც, რომელსაც თავის გამოჩენა კვლავ რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მართებს. ქართველი სუმოისტის პირველი მეტოქე აღმოსავლეთის მე-5 ნომერი ტოსაიუტაკა გახლავთ. ცნობისთვის, თავად გაგამარუ დასავლეთის მე-5 რეიტინგით იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ კიუშიუ ბაშოს 9-23 ნოემბერს ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრის დარბაზი უმასპინძლებს.