„მანჩესტერ იუნაიტედის“ ჰოლანდიელმა დამრიგებელმა ლუის ვან გაალმა ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა, რომ ცუდი სტარტის გამო წუხს, მაგრამ შედეგების გასაუმჯობესებლად დროა საჭირო. მისი თქმით, გუნდმა სრული პოტენციალი რომ გამოავლინოს, ამას შესაძლოა სამი წელიც კი დაჭირდეს.
„ცუდი სტარტის გამო თავს ცუდად ვგრძნობ,მაგრამ მიუხედავად ამისა ვიცი, რომ გულშემატკივარს სჯერა ჩემი. იმედი მაქვს, ჩემი გუნდი მოგებების გზისკენ დაბრუნებას „კრისტალ პალასთან“ მატჩიდან დაიწყებს . გუნდში ახალი ფეხბურთელები არიან და მათ და მეც, სანახაობრივი თამაშის ჩვენებისთვის დრო გვჭირდება.“
ლუის ვან გაალის მიერ გაწვრთნილი „წითელი ეშმაკები“ პრემიერლიგაში 10 ტურის შემდეგ 13 ქულით მეათე ადგილს იკავებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ადმინ წერ გოგონები გამოვლენო და ბადეებში ქართველები არ ჩანან. რა ხდება?
ცუდია
არადა გუშინ რა კარგი დღე გვქონდა.
რა სტარტი გვქონდა და რა ცუდად გაგრძელდა მერე ვყელაფერი, მაგრამ 2 ოქროს მედალიც სერიოზული წარმატებაა და უკმაყოფილების საბაბაბი არ გვაქვს