ჩოგბურთი

18:29 | 7.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ენდი მარეის და ამელი მორესმოს ურთიერთობა შემდეგ წელსაც გაგრძელდება

ბრიტანეთის ნომერ პირველი ჩოგბურთელის ენდი მარეის მწვრთნელი შემდეგ წელსაც ყოფილი ქალი ჩოგბურთელი, ფრანგი ამელი მორესმო იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას Tennis.com ავრცელებს.

“როცა ახალ მწვრთნელთან იწყებ მუშაობას, შედეგს ერთ კვირაში ვერ მიიღებ. შემდეგ წელსაც ერთად ვიქნებით, ამელისგან უამრავს კარგ რჩევას მივიღებ”, –განაცხადა მარეიმ.

ამელი მორესმო 2014 წელს უიმბლდონის დაწყებამდე გახდა მარეის მწვრთნელი. რადგან ენდის ყოფილმა მწვრთნელმა ივან ლენდლმა გადაწყვიტა მეტი დრო ამერიკაში, სახლში გაეტარებინა.

0.123737