ფეხბურთი

17:00 | 7.11.2014 | ნანახია NaN - ჯერ

გაბიდინი შესაძლოა “იუვენტუსში” დაბრუნდეს                                              

გენიუს “სამპდორიას” ერთ-ერთი ლიდერის მანოლო გაბიდინის შეძენა იტალიურ და ევროპულ წამყვან კლუბებს სურთ. ფორვარდის აგენტის სილვიო პალიარის განცხადებით, მანოლოს შეძენის ერთ-ერთი მსურველი ტურინის “იუვენტუსია.”

“გაბიდინი ივნისამდე “სამპდორიაში” ითამაშებს. ამ ეტაპზე მანოლოს ყიდვის ყველაზე რეალური მსურველი ტურინული გრანდია, თუმცა თუ შეთანხმება არ შედგა, ევროპული კლუბების წინადადებებით დავინტერესდები, მაგრამ არც სხვა ძლიერ იტალიურ კლუბებს გამოვრიცხავ”, - აღნიშნა პალიარიმ.

2012 წელს გაბიდინი “ატალანტადან” გადავიდა “იუვენტუსში,” თუმცა თამაში არ მოუწია და იჯარის წესით “ბოლონიაში” ასპარეზობდა, შემდეგ კი კონტრაქტი “სამპდორიასთან” გააფორმა. გაბიდინიმ მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე 4 გოლია. ტურინელები კი კვლავ დაინტერესდნენ 22 წლის ცაცია შემტევით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067104
სარეკლამო ადგილი - 99
X x X