ფეხბურთი

16:20 | 7.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკემ რჩეულებს უხმო

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო და ამხანაგური მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

"ფურია როხას" რიგებში დებიუტი ექნებათ კალეხონს, მორატას, კამაჩოს და ნოლიტოს. ტრავმის გამო ესპანეთის ნაკრებში ვერ მოხვდნენ კოშტა, ინიესტა და სილვა.

ვისენტე დელ ბოსკეს რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: კიკო კასილია ("ესპანიოლი"), იკერ კასილიასი ("რეალი"), დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი).

მცველები: სერხიო რამოსი ("რეალი"), ხუანფრანი ("ატლეტიკო"), ხორდი ალბა, ხერარდ პიკე, ბარტრა (სამივე "ბარსელონა"), სეზარ აზპილიკუეტა ("ჩელსი", ინგლისი), რაულ ალბიოლი ("ნაპოლი", იტალია), ხუან ბერნატი ("ბაიერნი", გერმანია).

ნახევარმცველები: კალეხონი ("ნაპოლი", იტალია) სერხიო ბუსკეტსი, პედრო (ორივე "ბარსელონა"), ისკო ("რეალი") სანტი კასორლა ("არსენალი", ინგლისი), კოკე, რაულ გარსია (ორივე "ატლეტიკო"), კამაჩო ("მალაგა"), სესკ ფაბრეგასი ("ჩელსი", ინგლისი).

თავდამსხმელები: ალვარო მორატა ("იუვენტუსი", იტალია) ალკასერი ("ვალენსია"), ნოლიტო ("სელტა")

"ფურია როხა" 15 ნოემბერს ევროშესარჩევის მატჩში შინ ბელარუსს დაუპირისპირდება, ხოლო სამ დღეში გერმანიასთან ამხანაგურ შეხვედრაში გაარკვევს ურთიერთობას.

0.114234