realgm.com-ის ცნობით, 25 წლის სლოვენიელი კალათბურთელი ზორან დრაგიჩი “ფინიქს სანსში” გადავიდა. ზორანმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კონტრაქტის მიხედვით დრაგიჩი 4 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
სლოვენიელი კალათბურთელი “ფინიქს სანსში” თავის ძმასთან გორან დრაგიჩთან ერთად ითამაშებს.
ზორან დრაგიჩი 2013-14 წლების სეზონში “უნიკახა მალაგაში” საშუალოდ ერთ მატჩში 10.9 ქულას და 2.7 მოხსნას აგროვებდა.