ფეხბურთი

14:20 | 7.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ბაკა - მილანური გრანდების სამიზნე

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მილანურ გრანდებს "მილანს" და "ინტერს" ერთი სამიზნე ეყოლებათ. საუბარია კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "სევილიას" თავდამსხმელ კარლოს ბაკაზე.

კოლუმბიელი ფეხბურთელი ანდალუსიელთა შემადგენლობას 2013/14 წლების სეზონის სტარტამდე შეუერთდა. გასულ სეზონში ბაკამ საკლუბო დონეზე 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 21 გოლთან ერთად 12 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.

მიმდინარე სეზონში მან 15 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. შედეგიანობის თვალსაზრისით ლოგიკურია, რომ გრანდებმა 28 წლის ფორვარდს თვალი დაადგეს.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონს შესთავაზებენ მილანელები ანდალუსიელებს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ამ თანხაში ესპანელებმა ბაკა დათმონ.

0.115666