ფეხბურთი

14:08 | 7.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2014/15:III ტურის შეხვედრები სუპერლიგასა და ვერცხლის ლიგაში გაიმართება

9 ნოემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში მორიგი სათამაშო დღე გაიმართება. სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის მესამე ტურის შეხვედრებს ტრადიციულად ჯ. ცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს.

პირველები პარკეტზე „ვერცხლის ლიგის“ გუნდები გავლენ. ტური, საქართველოს ბანკისა და რუსთავი 2-ს შეხვედრით დაიწყება, შემდეგ ითამაშებენ საქრუსენერგო-კოლიერსი და ივერიაბეთი - ბაქსვუდი. 15:00 სთ-დან ასპარეზობაში სუპერლიგის მონაწილეები ჩაებმევიან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა დაპირისპირება უაღრესად საინტერესო და დაძაბული იქნება. თავდაპირველად თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და შსს-ს გუნდები გაარკვევენ ურთიერთობას. ამის შემდეგ უქულოდ მყოფი DHL პირველი ქულების მოპოვებას,პროგრეს ბანკის “ვარსკვლავურ“ გუნდთან ეცდება. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტრადიცული მეტოქეების, ორი ფავორიტის მფკ ნატახტარისა და საფეხბურთო კლუბ PSP-ს დაპირისპირება. სუპერლიგის ტურს კი ასევე საინტერესო შეხვედრა დაასრულებს, სადაც ერთმანეთის პირისპირ საქართველოს უნივერსიტეტი და ს.კ ჯვაროსნები წარსდგებიან. ტურს ბათუმის „დინამო“ ტოვებს. სათამაშო დღეს „ვერცხლის ლიგის“ გუნდები დაასრულებენ. 19:00 სთ-ზე, გათამაშების ფავორიტი და უდანაკარგო BP GEORGIA ბანკი რესპუბლიკის გუნდს დაუპირისპირდება.

სათამაშო დღის განრიგი ასე გამოიყურება:

09.11.2014. ვერცხლის ლიგა. III ტური

12:00 საქართველოს ბანკი 2 - რუსთავი 2

13:00 საქრუსენერგო - კოლიერსი

14:00 ივერიაბეთი - ბაქსვუდი

19:00 BP GEORGIA - ბანკი რესპუბლიკა

09.11.2014. სუპერლიგა. III ტური

15:00 FC TTC - შსს

16:00 DHL GEORGIA - პროგრეს ბანკი

17:00 FC PSP - მფკ ნატახტარი

18:00 UG - ს.კ ჯვაროსნები

ტაიმებს შორის, მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელები დაჯილდოვდებიან.

სუპერლიგაში ეს ტიტული, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფეხბურთელს, ლაშა კობახიძეს ერგო, რომელსაც ესპანური სპორტული ბრენდი JOMA ესპანური მინი ფეხბურთის გრანდის, „INTER MOVISTAR“-ის მაისურით დააჯილდოვებს. ამერიკული ბრენდის „სკეჩერსის“ 200 ლარიანი ვაუჩერი გადაეცამა „ოქროს ლიგის“ მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელს, გიორგი ჯობავას (ვითიბი), რაც შეეხება „ვერცხლის ლიგის“ მეორე ტურში საუკეთესოდ დასახელებულ მიშა მიქავას (ტატიშვილი), მას თაფლი „მეფუტკრეს“ პროდუქცია გადაეცემა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, თაფლი „მეფუტკრე“ და ყვავილების მაღაზია „flowers.ge”.

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

0.202484