ფეხბურთი

12:16 | 7.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერაჰინო ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებამ გაახარა

"ვესტ ბრომვიჩის" თავდამსხმელი საიდო ბერაჰინო ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას დიდი სიხარულით შეხვდა. წარმოშობით ბურუნდელი 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც როი ჰოჯსონის სიაში პირველად მოხვდა, სწორ გზაზე დაყენებისთვის დედას ემადლიერება.

"ჩვენ ბურუნდიდან წამოსვლის შემდეგ დიდი მოგზაურობა გვქონდა, დედა არასდროს მტოვებდა და გვერდში მედგა. ჩემი გაზრდა რთული იყო, რადგან არ ვიყავი იოლად მოსარჯულებელი ბავშვი. ახლა კი სანუკვარ მიზანს მივაღწიე და ინგლისის ნაკრებში უნდა ვითამაშო, მინდა ეს ემოცია დედაჩემს გავუზიარო, იმ ადამიანს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა კარგი კარიერა მქონოდა. ვფიქრობ, რომ მთავარ ნაკრებში ჩემი სიძლიერის დამტკიცებას შევძლებ." - განაცხადა ბერაჰინომ.

საიდო ბერაჰინოს ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 21-წლამდელთა შორის მან 13 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

ინგლისელები ევროშესარჩევის მატჩს 15 ნოემბერს "უემბლიზე" სლოვენიის წინააღმდეგ გამართავენ და ბერაჰინოს ეროვნულ გუნდში დებიუტის შანსი ექნება.

აქვე შეგახსენებთ ინგლისის ნაკრების 25-კაციან შემადგენლობას, რომელსაც როი ჰოჯსონი მომავალ შეხვედრაში დაეყრდნობა:

მეკარეები: ჯო ჰარტი (“სიტი”), ფრეიზერ ფორსტერი (“საუთჰემპტონი”), ბენ ფოსტერი (“ვესტ ბრომვიჩი”)

მცველები: ლეიტონ ბეინსი (“ევერტონი”), გარი კეჰილი (“ჩელსი”), კალუმ ჩემბერსი (“არსენალი”), ნათანიელ კლაინი (“საუთჰემპტონი”), კირან გიბსი (“არსენალი”), ფილ იაგიელკა (“ევერტონი”), კრის სმოლინგი (“მანჩესტერი”)

ნახევარმცველები: როს ბარკლი (“ევერტონი”), მაიკლ ქერიკი (“მანჩესტერი”), სტიუარტ დაუნინგი (“ვესტ ჰემი”), ჯორდან ჰენდერსონი (“ლივერპული”), ჯეიმს მილნერი (“სიტი”), ლუკ უილშირი (“არსენალი”), ალექს ოქსელეინ-ჩემბერლენი (“არსენალი”), რაჰიმ სტერლინგი (“ლივერპული”)

თავდამსხმელები: ადამ ლალანა (“ლივერპული”), უეინ რუნი (“მანჩეტსერი”), დენი უელბეკი (“არსენალი”), ტეო უოლკოტი (“არსენალი”), ენდროუს თაუსენდი (“ტოტენჰემი”), რიკი ლამბერტი (“ლივერპული”), საიდო ბერაჰინო (“ვესტ ბრომვიჩი”)

0.113122