ფეხბურთი

11:07 | 17.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

პიანიჩს თავბრუ დაეხვა

ბოსნიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა ისრაელთან წაგებული მატჩის (0:3) დასრულება ვერ შეძლო და ამის მიზეზი შესაძლოა, მასპინძელი გუნდის გულშემატკივრები იყვნენ.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის 62-ე წუთზე, 24 წლის ფეხბურთელი იმის გამო შეცვალეს, რომ თავბრუ დაეხვა და ექიმებმა მისი ჯანმრთელობით გარისკვა საჭიროდ არ ჩათვალეს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, თავბრუსხვევა იმ პეტარდმა გამოიწვია, რომელიც ტრიბუნებიდან ებრაელმა გულშემატკივრებმა ისროლეს და პიანიჩისგან რამდენიმე მეტრში აფეთქდა. ნებისმიერ შემთხვევაში, “რომას” ბოსნიელ ნახევარმცველს სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11222