ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობას გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიუნხენის „ბაიერნის“ თავკაცის პეპ გვარდიოლას მიწვევა სურს. როგორც Goal.com -ი იტყობინება, მანჩესტერელები აქტიურ მუშაობას იწყებენ, მომავალი წლის ზაფხულში ჩილელი სპეციალისტი მანუელ პელეგრინი ესპანელით რომ შეცვალონ.
გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პელეგრინის შესაძლო დათხოვნის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც „სიტი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე მოსკოვის ცსკა-სთან დამარცხდა (1:2). პელეგრინის შეგირდებს ოთხ მატჩში მხოლოდ ორი ქულა აქვთ და E ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფებიან. ჯგუფს 12 ქულით სწორედ გვარდილას გაწვრთნილი „ბაიერნი“ უდგას სათავეში, „რომა“ და ცსკა კი „სიტის“ ორი ქულით უსწრებენ.