ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ოთხმა გუნდმა დასახული ამოცანა წარმატებით გადაჭრა და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
ერთ-ერთი პირველი, რომელმაც წარმატება იზეიმა ავსტრიული “ზალცბურგი” გახდა, რომელმაც ზაგრების “დინამო” ხორვატიაში 5:1 დაამარცხა და ევროტურნირების გასვლით შეხვედრებში ყველაზე დიდი სხვაობით მოპოვებული გამარჯვების რეკორდი გაიმეორა. ამ მატჩში ჟონათან სორიანომ ჰეთ თრიკი შეასრულა, მეორე ტაიმის ხუთწუთიან მონაკვეთში კი, მაყურებელმა 3 გოლი იხილა. D ჯგუფის მეორე შეხვედრაში 127-წლიანი ისტორიის მქონე გლაზგოს “სელტიკმა” ევროთასებზე საიუბილეო - მე-300 მატჩში რუმინეთში “ასტრას” დამარცხება ვერ შეძლო. სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ და პირველ ტაიმში დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ “ასტრას” მეკარემ მეტი გოლის გაშვება აღარ ისურვა, ხოლო 79-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ამორიმ წონასწორობა აღადგინა და “სელტიკს” პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლა უკვე მომდევნო ტურში მოუწევს.
ზემოთ ვახსენეთ, რომ 5 წუთში 3 გოლი გავიდა, აი “ციურიხისა” და “ვილიარეალის” შეხვედრაში კი, ხუთივე გოლი პირველი ტაიმის 10-წუთიან მონაკვეთში გავიდა. შვეიცარიელებმა პირველი გამარჯვება მოიპოვეს, თავის მხრივ, ესპანელები პირველად დამარცხდნენ და ახლა გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა. ამ ყველაფრით კარგად ისარგებლა “გლადბახმა”, რომელმაც დაუმარცხებელი მატჩების სერია 18-მდე გაზარდა, სტუმრად “აპოლონის” 2:0 ძლევით კი, პირველ ადგილზე აღზევდა.
ლიდერი შეიცვალა B ჯგუფშიც, სადაც “ჰიკმა” ჯგუფურ ეტაპზე გოლი პირველად გაიტანა და პირველი გამარჯვება იზეიმა, ხოლო “ტორინომ” პირველად გაუშვა და პირველი მარცხი განიცადა. “ბრიუგემ” დანიაში “კოპენჰაგენი” 4:0 გაანადგურა და პირველ ადგილზე აღზევდა. ბელგიელთა გამარჯვებაში ლომის წილი ლიორ რაფაელოვს მიუძღვის,რომელმაც 36 წუთში ჰეთ თრიკი შეასრულა. ეს მისი პირველი ჰეთ თრიკია უეფას ტურნირებში.
C ჯგუფის ლიდერებმა - “ბეშიქთაშმა” და “ტოტენჰემმა” ერთნაირი ანგარიშით იმარჯვეს, მაგრამ აქ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ლონდონელებმა საბერძნეთში “ასტერასს” 2:1 სძლიეს, ხოლო თურქებმა საკუთარ მოედანზე იგივე შედეგით “პარტიზანი” დაამარცხეს. სერბებმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი გოლი გაიტანეს, მაგრამ ამით ბევრი არაფერი შეცვლილა.
E ჯგუფში დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს მოსკოვის “დინამო”, რომელმაც პორტუგალიური “ეშტორილი” მინიმალური სხვაობით დაამარცხა და პლეი ოფშიც ნაადრევად გავიდა. საბერძნეთში “პანათინაიკოსი” ორჯერ იგებდა პსვ-ს, მაგრამ საბოლოოდ 2:3 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. სამაგიეროდ, ჰოლანდიელებმა მესამეადგილოსანთან უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა და დამშვიდების საშუალება მიეცა.
მილანის “ინტერმა” “სენტ-ეტიენთან” მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გოლი გაუშვა და ფრეს დასჯერდა. ფრანგებისთვის ეს ასევე პირველი გოლი იყო ჯგუფურ ეტაპზე და მათ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა დაასრულეს ფრედ. დნეპროპეტროვსკის “დნეპრმა” წინა ტურში განცდილი მარცხისთვის “ყარაბახთან” აზერბაიჯანში აიღო რევანში (2:1) და ახლა ერთბაშად სამ გუნდს 4-4 ქულა აქვს, “ინტერი” კი, მათ 4 ქულით უსწრებს.
K ჯგუფში “ფიორენტინა” საკუთარ მოედანზე “პაოკთან” მარცხდებოდა, მაგრამ 88-ე წუთზე პასკუალიმ წინასწორობის აღდგენა შეძლო და ამ ქულამ იტალიელებ პლეი ოფის საგზური ვადაზე ადრე გაუნაღდა. L ჯგუფში უდანაკარგოა პოლონური “ლეგია”, რომელმაც სხვა სამი გუნდის მსგავსად, მომდევნო ეტაპზე თამაში ვადაზე 2 ტურით ადრე დაიბევა.
ევროპის ლიგა 2014/2015.
IV ტური
A ჯგუფი
ციურიხი (შვეიცარია) - ვილიარეალი (ესპანეთი) 3:2 (3:2)
გოლები: 0:1 პინა (19), 1:1 ეტუნდი (21), 1:2 მორენო (23), 2:2 ბუფი (26), 3:2 შიკაუი (29)
გაფრთხილება: როსინი (90+2) - დოს სანტოსი (15)
აპოლონი (კვიპროსი) - გლადბახი (გერმანია) 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 რაფაელი (56), 0:2 ჰერმანი (90+5)
- გლადბახი 4 2 2 0 9-2 8
- ვილიარეალი4 2 1 1 11-5 7
- ციურიხი 4 1 1 2 7-10 4
- აპოლონი 4 1 0 3 3-13 3
მომდევნო ტური. 28 ნოემბერი
ვილიარეალი - გლადბახი; ციურიხი - აპოლონი
B ჯგუფი
ჰიკი (ფინეთი) - ტორინო (იტალია) 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 ბაახი (60), 2:0 მორენი (81), 2:1 კვალიარელა (90)
გაფრთხილება: ანანი (90+5) - ელ კადური (83)
კოპენჰაგები (დანია) - ბრიუგე (ბელგია) 0:4 (0:3)
გოლები: 0:1 რაფაელოვი (7), 0:2 რაფაელოვი (30), 0:3 რაფაელოვი (36), 0:4 ვორმერი (60)
გაფრთხილება: ამარტი (32), დე რიდერი (58), მ. იორგენსენი (63), დელანი (74) - მენიე (45)
- ბრიუგე 4 2 2 0 8-1 8
- ტორინო 4 2 1 1 4-2 7
- კოპენჰაგენი 4 1 1 2 3-6 4
- ჰიკი 4 1 0 3 2-8 3
მომდევნო ტური. 28 ნოემბერი
ტორინო - ბრიუგე; ჰიკი - კოპენჰაგენი
C ჯგუფი
ასტერასი (საბერძნეთი) - ტოტენჰემი (ინგლისი) 1:2 (0:2)
გოლები: 0:1 ტაუნსენდი (36 პ.), 0:2 გ. კეინი (42), 1:2 ბარალესი (90 პ.)
გაფრთხილება: სანკარე (36) - მეისონი (83)
გაძევება: ფასიო (89) (ტოტენჰემი)
ბეშიქთაში (თურქეთი) - პარტიზანი (სერბეთი) 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 ბა (57 პ.), 2:0 ბა (62), 2:1 მარკოვიჩი (78)
გაფრთხილება: ველი კავლაკი (14) - ვოლკოვი (28), სტანკოვიჩი (56), მარკოვიჩი (60), სტევანოვიჩი (79), ლაზოვიჩი (80)
- ტოტენჰემი 4 2 2 0 8-3 8
- ბეშიქთაში 4 2 2 0 8-3 8
- ასტერასი 4 1 1 2 5-8 4
- პარტიზანი 4 0 1 3 1-8 1
მომდევნო ტური. 28 ნოემბერი
ტოტენჰემი - პარტიზანი; ასტერასი - ბეშიქთაში
D ჯგუფი
ასტრა (რუმინეთი) - სელტიკი (შოტლანდია) 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 იოჰანსენი (32), 1:1 ვილიამ ამორიმი (79)
გაფრთხილება: ბენ-იუსეფი (37), იაჰაია (66), ბუკარი (90+2) – ბრაუნი (66), ვან დეიკი (90+3)
გაძევება: ლაბანი (90+2) (ასტრა)
დინამო (ზაგრები, ხორვატია) - ზალცბურგი (ავსტრია) 1:5 (0:1)
გოლები: 0:1 ჟონათან სორიანო (40), 0:2 კამპლი (59), 1:2 ენრიკესი (60), 1:3 ჟონათან სორიანო (64), 1:4 ბრუნო (72), 1:5 ჟონათან სორიანო (85)
გაფრთხილება: ივუ პინტუ (15), ბროზოვიჩი (50), ადემი (76), შიმუნოვიჩი (80) - ილსანკერი (50), ულმერი (52), ლაიმერი (87)
- ზალცბურგი 4 3 1 0 13-6 10
- სელტიკი 4 2 2 0 6-4 8
- დინამო 4 1 0 3 8-11 3
- ასტრა 4 0 1 3 4-10 1
მომდევნო ტური. 28 ნოემბერი
სელტიკი - ზალცბურგი; ასტრა - დინამო
E ჯგუფი
დინამო (მოსკოვი, რუსეთი) - ეშტორილი (პორტუგალია) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 კურანი (77)
გაფრთხილება: დენისოვი (35), ბიუტნერი (90+3) - ანდერსონ ლუისი (71), დიოგუ ამადუ (77)
პანათინაიკოსი (საბერძნეთი) - პსვ (ჰოლანდია) 2:3 (2:1)
გოლები: 1:0 აჯაგუნი (11), 1:1 დეპაი (27), 2:1 პეტრიჩი (43), 2:2 დე იონგი (65), 2:3 ვეინალდუმი (78)
გაფრთხილება: ლაგოსი (22), ზეკა (36), პეტრიჩი (56), პრანიჩი (58), ბერგი (80) - გუარდადო (18)
- დინამო 4 4 0 0 6-2 12
- პსვ 4 2 1 1 5-4 7
- ეშტორილი 4 1 0 3 3-4 3
- პანათინაიკოსი 4 0 1 3 4-8 1
მომდევნო ტური. 28 ნოემბერი
დინამო - პანათინაიკოსი; ეშტიროლი - პსვ
F ჯგუფი
ყარაბაღი (აზერბაიჯანი) - დნიპრო (უკრაინა) 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 კალინიჩი (15), 1:1 ჯორჯი (36), 1:2 კალინიჩი (73)
გაფრთხილება: გუსეინოვი (45+1) - სტრინიჩი (30), ზოზულია (30), კალინიჩი (45+1), კანკავა (49), როტანი (51)
სენტ-ეტიენი (საფრანგეთი) - ინტერი (იტალია) 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 დოდო (33), 1:1 ბაიალ სალი (50)
გაფრთხილება: ტაბანუ (53)
- ინტერი 4 2 2 0 4-1 8
- სენტ-ეტიენი 4 0 4 0 1-1 4
- დნიპრო 4 1 1 2 2-3 4
- ყარაბაღი 4 1 1 2 2-4 4
მომდევნო ტური. 28 ნოემბერი
ინტერი - დნიპრო; სენტ-ეტიენი - ყარაბაღი
G ჯგუფი
ფეინოორდი (ჰოლანდია) - რიეკა (ხორვატია) 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 ელ-ახმადი (9), 2:0 იმერსი (20)
გაფრთხილება: ელ-ახმადი (28), იმერსი (85) - შარბინი (15), სამარჯიჩი (30), ლეოვაცი (67)
სევილია (ესპანეთი) - სტანდარდი (ბელგია) 3:1 (2:1)
გოლები: 1:0 გამეირო (19), 1:1 მპოკუ (32), 2:1 რეიესი (41), 3:1 ბაკა (90)
გაფრთხილება: დანიელ კარისუ (31), სუარესი (48), მბია (66) – ტრაბელი (45), სიმანი (49), ენო (77), არსლანაჯიჩი (85)
- სევილია 4 2 2 0 7-3 8
- ფეინოორდი 4 2 0 2 5-6 6
- სტანდარდი 4 1 1 2 4-5 4
- რიეკა 4 1 1 2 5-7 4
მომდევნო ტური. 27 ნოემბერი
რიეკა - სტანდარდი; ფეინოორდი - სევილია
H ჯგუფი
ვოლფსბურგი (გერმანია) - კრასნოდარი (რუსეთი) 5:1 (0:0)
გოლები: 1:0 ჰუნტი (47), 2:0 ჰუნტი (57), 2:1 ვანდერსონი (72), 3:1 გილიავოგი (73), 4:1 ბენტნერი (89 პ.), 5:1 ბენტნერი (90+1)
გაფრთხილება: დე ბრეინე (63) - ლაბორდე (39), სიგურდსონი (85)
ევერტონი (ინგლისი) - ლილი (საფრანგეთი) 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 ოსმანი (27), 2:0 ჯაგელკა (42), 3:0 ნეისმიტი (61)
გაფრთხილება: ბარი (67) - მავუბა (27), ბალმონი (86)
- ევერტონი 4 2 2 0 8-2 8
- ვოლფსბურგი 4 2 1 1 11-8 7
- ლილი 4 0 3 1 2-5 3
- კრასნოდარი 4 0 2 2 5-11 2
მომდევნო ტური. 27 ნოემბერი
კრასნოდარი - ლილი; ვოლფსბურგი - ევერტონი
I ჯგუფი
სპარტა (ჩეხეთი) - სლოვანი (სლოვაკეთი) 4:0 (2:0)
გოლები: 1:0 ლაფატა (29), 2:0 კრეიჩი (32), 3:0 ნამოინესუ (75), 4:0 ლაფატა (84)
გაფრთხილება: პელტე (39), ბაგაიოკო (60)
ნაპოლი (იტალია) - იანგ ბოიზი (შვეიცარია) 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 დე გუზმანი (45+2), 2:0 დე გუზმანი (65), 3:0 დე გუზმანი (83)
- სპარტა 4 3 0 1 11-4 9
- ნაპოლი 4 3 0 1 8-3 9
- იანგ ბოიზი 4 2 0 2 8-6 6
- სლოვანი 4 0 0 4 0-14 0
მომდევნო ტური. 27 ნოემბერი
სლოვანი - იანგ ბოიზი; სპარტა - ნაპოლი
J ჯგუფი
დინამო (კიევი, უკრაინა) - ოლბორგი (დანია) 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ვიდა (70), 2:0 გუსევი (90+3)
გაფრთხილება: ვიდა (43), შოვკოვსკი (51), სიდორჩუკი (76)
გაძევება: დრაგოვიჩი (68) (დინამო)
რიუ ავე (პორტუგალია) - სტიაუა (რუმინეთი) 2:2 (1:0)
გოლები: 1:0 დიეგო ლოპესი (35), 1:1 კეშერიუ (61), 2:1 დიეგო ლოპესი (77 პ.), 2:2 ფილიპი (90+4)
გაფრთხილება: ვაკასო (41), პრინსი (47) - კეშერიუ (63), პერეპელიცე (65), შუკალა (72), პაპი (77)
გაძევება: პრინსი (90+2) (რიუ ავე)
- დინამო 4 3 0 1 8-4 9
- სტიაუა 4 2 1 1 11-6 7
- ოლბორგი 4 2 0 2 4-8 6
- რიუ ავე 4 0 1 3 3-8 1
მომდევნო ტური. 27 ნოემბერი
ოლბორგი - სტიაუა; დინამო - რიუ ავე
K ჯგუფი
გენგამი (საფრანგეთი) - დინამო (მინსკი, ბელარუსი) 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ბოვე (44), 2:0 მანდანი (86)
გაფრთხილება: დიალო (69), პიე (90) - ვერეტილო (23), მოლოში (61)
ფიორენტინა (იტალია) - პაოკი (საბერძნეთი) 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 მარტენსი (81), 1:1 პასკუალი (88)
გაფრთხილება: კიციუ (28)
- ფიორენტინა 4 3 1 0 8-1 10
- გენგამი 4 2 1 1 4-3 7
- პაოკი 4 1 1 2 7-5 4
- დინამო 4 0 1 3 1-11 1
მომდევნო ტური. 27 ნოემბერი
დინამო - პაოკი; გენგამი - ფიორენტინა
L ჯგუფი
ლოკერენი (პოლონეთი) - ტრაბზონსფორი (თურქეთი) 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 პატოსი (5), 1:1 უორისი (45+2)
გაფრთხილება: ჟუნიორ დუტრა (21), ოდუა (27) - ფათიხ ატიკი (14)
ლეგია (პოლონეთი) - მეტალისტი (უკრაინა) 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 კობინი (22), 1:1 საგანოვსკი (29), 2:1 დუდა (84)
გაფრთხილება: კუხარჩიკი (45+1), ორლანდუ სა (86), ჟეზნიჩაკი (90+1) - ვილიაგრა (14), ტორესი (62), კულაკოვი (63), ედმარი (86)
- ლეგია 4 4 0 0 5-1 12
- ტრაბზონსფორი 4 2 1 1 5-3 7
- ლოკერენი 4 1 1 2 2-4 4
- მეტალისტი 4 0 0 4 2-6 0
მომდევნო ტური. 27 ნოემბერი
ტრაბზონსფორი - მეტალისტი; ლოკერენი - ლეგია