ალექსანდრე მეტრეველი თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა, რომლის საპრიზო ფონდიც 10 ათასი დოლარია.
მერვედფინალურ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ ჯონატან კანარს გაეჯიბრა და მართალია, პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო, საბოლოოდ, 6:2, 1:6, 1:6 დამარცხდა.