უმაღლესი ლიგის მეთორმეტე ტურში “პაიჭაძეზე” თბილისის “დინამო” დამარცხდა. საწყის წუთებში გატანილი ერთადერთი გოლით ბათუმელებმა მცირე სენსაცია მოახდინეს, გოგიტიძის გოლმა სტუმრებს დამსახურებული 3 ქულა მოუტანა.
თამაშის სურათიდან გამომდინარე, მასპინძლებს მოგება მართებდათ, თუმცა იყო ხარვეზები დინამოელთა შეტევის ხაზში. სტუმარი მოთამაშეები უკანა ხაზში კარგად მოქმედებდნენ, ამავდროულად დინამოელებს უჭირდათ საგოლე მომენტების შექმნა, რაც მათ დადებით მხარეზე არ მიუთითებს. მხოლოდ ბურთის ფლობას თანამედროვე ფეხბურთში წარმატება არ მოაქვს.
თამაშის ხარისხი ორივე გუნდის შესრულებით ძალიან დაბალი იყო. ამ დროს ძნელია გულშემატკივარს სტადიონზე მისვლა მოთხოვო, თუმცა თუნდაც მიმდინარე სეზონში გუნდების შესრულებით უკეთესი მატჩები გვიხილავს და განსაკუთრებით თბილისში, სტადიონზე მცირე რაოდენობის მაყურებელი მოსულა.
ალექს გარსიას წასვლის შემდეგ კახი გოგიჩაიშვილის ფორმაციის “დინამო” ყველაზე შემტევ, მეტ-ნაკლებად დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს. მაგრამ “დინამოს” ახალგაზრდა ფეხბურთელებს განვითარება სჭირდებათ, რაც დამოკიდებულია მწვრთნელის სწორ მუშაობასა და კლუბის მენეჯმენტზე.
თბილისის “დინამოს” სასტარტო შემადგენლობაში ვეღარ ხვდება გიორგი გველესიანი. გუნდის დაცვის ცენტრში საკმაოდ მაღალი კონკურენციააა. ზოგადად კონკურენცია ფეხბურთელებს დონის ამაღლებაში ეხმარებათ, მაგრამ თუ დიდხანს გაგრძელდა გველესიანის უთამაშებლობა, შესაძლოა გუნდიდან წასვლაზეც დაფიქრდეს.
“დინამოს” გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ძარია პირველი ტაიმის მე-13 წუთზე დაშავდა, რაც თემურ ქეცბაიას უნდა აღელვდებდეს. თუმცა, უცნობია, რამდენად მძიმეა ძარიას ტრავმა.
ოფიციალურ მონაცემებში აჭარელთა მთავარ მწვრთნელად ლევან ხომერიკი ფიგურირებს, ხოლო მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ასლან ბალაძე გამოცხადდა.
ასლან ბალაძემ მადლობა გადაუხადა კლუბის გულშემატკივრებს. ბალაძე თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო ჩანდა, თუმცა მისი თქმით ამ შემთხვევაში მთავარი აქცენტი შედეგზე გაკეთდა, რამაც გაამართლა.
“დინამოს” მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ სულიკო დავითაშვილმა თავისი გუნდის თამაშზე ცხელ გულზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და დამდეგ შეხვედრებში წარმატებული ასპარეზობის იმედი გამოთქვა.
“დინამო” (თბილისი) – “დინამო” (ბათუმი) 0:1 (0:1)
თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, 1000 მაყურებელი
დინამო (თბ): მიგინეიშვილი, ხიზანიშვილი, თოთაძე, პაპავა, ცინცაძე, შერგელაშვილი, ძარია (ლობჟანიძე 13), პარუნაშვილი (კაკაბაძე 83), პაპუნაშვილი, ჩისკო (ჩირგაძე 60), საბანაძე.
მთ. მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი: სულიკო დავითაშვილი
დინამო (ბთ): ალავიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, მახარაძე, სუხიაშვილი, შონია, გოგიტიძე, ჩირიკაშვილი, ჭკუასელი (ვარშანიძე 46), თევდორაძე (თევდორაძე 65), ბერიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გოლი: 0:1 გოგიტიძე (3)
მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი
გაფრთხილება: მახარაძე (5), ჭკუასელი (26), თოთაძე (90)
1. | დინამო (თბ) | 12 | 8 | 2 | 2 | 23:9 | 26 | |
2. | სპარტაკი | 12 | 6 | 2 | 4 | 12:18 | 20 | |
3. | დილა | 11 | 5 | 3 | 3 | 17:11 | 18 | |
4. | სამტრედია | 11 | 5 | 3 | 3 | 11:8 | 18 | |
5. | ჩიხურა | 12 | 5 | 3 | 4 | 13:12 | 18 | |
6. | ზესტაფონი | 12 | 4 | 5 | 3 | 24:15 | 17 | |
7. | დინამო (ბთ) | 12 | 5 | 2 | 5 | 11:11 | 17 | |
8. | მეტალურგი | 11 | 4 | 4 | 3 | 14:12 | 16 | |
9. | ტორპედო | 12 | 3 | 6 | 3 | 13:12 | 15 | |
10. | მერანი | 11 | 4 | 3 | 4 | 9:8 | 15 | |
11. | გურია | 11 | 3 | 5 | 3 | 11:17 | 14 | |
12. | ბოლნისი | 12 | 3 | 3 | 6 | 11:17 | 12 | |
13. | ვიტ ჯორჯა | 11 | 3 | 2 | 6 | 11:12 | 11 | |
14. | შუქურა | 11 | 2 | 5 | 4 | 10:15 | 11 | |
15. | ფოთი | 11 | 2 | 4 | 5 | 9:14 | 10 | |
16. | ზუგდიდი | 12 | 2 | 4 | 6 | 7:15 | 10 |
მეგოლეები:
9 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)
6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი)
4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი)
3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)
შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია