ფეხბურთი

20:19 | 6.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ადრიანომ ინძაგის რეკორდი დაამხო

დონეცკის “შახტარის” ბრაზილიელმა ფორვარდმა ლუის ადრიანომ ლეგენდარული იტალიელი თავდამსხმელის ფილიპო ინძაგის რეკორდი დაამხო.

ინძაგის 2002-2003 წლების სეზონში პირველი 4 ტურის შემდეგ 8 გოლი ჰქონდა გატანილი და ასეთი შედეგიანობა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გუშინდლამდე სარეკორდო იყო, თუმცა ლუის ადრიანომ შესრულებული ჰეთ-თრიქით ეს რეკორდი დაამხო.

ადრიანოს ახლა 4 ტურის შემდეგ 9 გოლი აქვს გატანილი. ბრაზილიელმა ფორვარდმა “პორტუს” წინააღმდეგ (2:2) ერთი გოლი გაიტანა, “ბატესთან” (7:0) მოგებულ შეხვედრაში კი მეტოქის კარი 5-ჯერ აიღო. გუშინ იმავე ბატე-ს მან სამი გოლი აკმარა.

ლოგიკურია, რომ ლუის ადრიანო მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს.

0.123087