გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელ ლუკას პოდოლსკით კიდევ ერთი იტალიური კლუბი დაინტერესდა.
Daily Mail-ის ცნობით, “იუვენტუსის”, “ინტერისა” და “მილანის” კვალდაკვალ, 29 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილი “ნაპოლიმ” გამოთქვა, რომელიც სეზონის ბოლომდე მწყობრიდან გამოსული ლორენცო ინსინეს შემცვლელს ეძებს.
პოდოლსკიმ “არსენალის” შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და კლუბის გამოცვლის სურვილი თავად გამოთქვა. გავრცელებული ინფორმაციით ლონდონელები მას 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ლუკასი მოედანზე სულ 4-ჯერ, ოთხივეჯერ შეცვლაზე შევიდა და ჯამში 46 წუთი ითამაშა, რაც ამბიციური თავდამსხმელისთვის არადამაკმაყოფილებელია.