როგორც “სკაი სპორტი” იუწყება, ნილ უორნოკის “კრისტალ პალასში” შესაძლოა სლოვენიელი ფეხბურთელი, ლვოვის “კარპატის” ცენტრალური მცველი გრეგორ ბალაზიჩი გადავიდეს. 26 წლის სლოვენიელს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის დასასრულს, 2014 წლის 31 დეკემბერს უმთავრდება. აქედან გამომდინარე, ინგლისელებს ფეხბურთელის უფასოდ დამატება შეუძლიათ, რაც ტრანსფერის განხორციელებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
ბალაზიჩს დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში აქამდეც უთამაშია, თუმცა განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია. ახალგაზრდულ ასაკში ბენფიკას საფეხბურთო სკოლაში თამაშობდა. 2006-დან 2007 წლამდე “ესპანიოლის” სარეზერვო გუნდსა და დაბალი ლიგის წარმომადგენელ “აგილასში” გაატარა. 2011 წლიდან “კარპატის” ფეხბურთელია.
საინტერესოა, რომ “კარპატში” მხოლოდ ორი ლეგიონერი გრეგორ ბალაზიჩი და ქართველი ბუბა დაუშვილი თამაშობენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საღოოოლ ბუბას....
ამის დაწერა მომინდა ოღონდ აზრი არ აქვს 
რა ცენზურა გაქვთ ეგეთი ვეღარ შემიგინებია((((
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
საუთჰემპტონმა ფეხბურთელები გაყიდა წინა წელს და მაინც რა მაგარი გუნდია
დაუშვილიც წაიყვანეთ რააააა !
სათაური გლიჯავს

არ თქვა DDDDD