იტალიური “რომა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მარცხენა მცველის დამატებას ეშურება. რუდი გარსიას ამ პოზიციაზე “ბარსელონას” 30 წლის მცველის ადრიანოს დამატება სურს. იტალიური მედიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში “რომას” ხელმძღავენელობა ადრიანოს პირად აგენტთან შეხვედრას გეგმავს.
ადრიანო კატალონიაში 2010 წლიდან თამაშობს, მანამდე კი “სევილიას” ღირსებას იცავდა.
აღსანიშნავია, რომ რომაულმა კლუბმა ამ ზაფხულს ორი მარცხენა მცველი ბერძენი ჰოლებასი და ინგლისელი ეშლი კოული დაიმატა, თუმცა, როგორც ჩანს, გარსიას ეს არ აკმაყოფილებს.