“სტიაუას” ყოფილი მცველი ვლად კირიკეში იტალიური კლუბების ინტერესთა სფეროში მოექცა. “ტოტენჰემის” ცენტრალური მცველის შეძენა “იუვენტუსსა” და “ინტერს” სურთ.
როგორც იტალიელი ჟურნალისტები იუწყებიან, რუმინელის იჯარით აყვანაზეც არის საუბარი, თუმცა კლუბებს ფეხბურთელის გამოსყიდვა სურთ.
კირიკეშიმ ბუქარესტის “სტიაუაში” თამაშის დროს თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ ითამაშა, როცა ორი მატჩის ჯამში რუმინელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
კირიკეშის ტრანსფერს რეალურს ის ფაქტიც ხდის, რომ 24 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში თამაში არ უწევს. პოჩეტინომ მხოლოდ ორ შეხვედრაში გაიყვანა მინდორზე.