ლონდონის “ჩელსის” კატალონიის “ბარსელონას” 27 წლის მცველის ხერარდ პიკერ შეძენა, რომ სურს, არახალი ამბავია. ინგლისური გამოცემების ცნობით, ჟოზე მოურინიო პიკეს ლონდონში გადაყვანის საქმეში თავისი შეგირდის სესკ ფაბრეგასის ჩართვას გეგმავს.
როგორც მოგეხსენებათ, ფაბრეგასს და პიკეს ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.
ბოლო პერიოდში პიკეს “ბარსელონადან” შესაძლო აბარგების შესახებ ხმები უფრო და უფრო ხშირად ვრცელდება. “ჩელსი” კი ფეხბურთელის სანაცვლოდ მზადაა 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.