ფეხბურთი

12:42 | 6.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბა: “მინდა ზიდანს და პლატინის დავემსგავსო”

ტურინის “იუვენტუსის” 21 წლის ნახევარმცველი იტალიურ მედიას ესაუბრა. ახალგაზრდა ფეხბურთელის განცხადებით, ის “იუვეში” თავს ბედნიერად გრძნობს და სურს, რომ გუნდის ისტორიაში ისეთივე სახელი დატოვოს, როგორც მისმა ორმა თანამემამულემ, მიშელ პლატინიმ და ზინედინ ზიდანმა.

“მინდა გავხდე ისეთი, როგორებიც ისინი იყვნენ. ახლახან გავახანგრძლივე კონტრაქტი და მსურს “იუვეს” ისტორიაში მათსავით ჩავეწერო. აქ ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ შავ-თეთრი მაისურის ტარება მიწევს.

“ოლიმპიაკოსთან” ჩემს მიერ გატანილი გოლი გადამწყვეტი გამოდგა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს გოლს ვინ გაიტანს, მთავარია გუნდმა გაიმარჯვოს”, - განაცხადა პოგბამ.

პოლ პოგბა ტურინში მესამე სეზონს ატარებს და კლუბის რიგებში 100 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მოქმედი კონტრაქტით ფრანგი ფეხბურთელი იტალიურ გრანდში 2019 წლის ზაფხულამდე დარჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114125