ფეხბურთი

11:06 | 6.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი: „სიტი“ კრიზისშია

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, პელეგრინის შეგირდებმა სენსაციური მარცხი იწვნიეს მოსკოვის არმიელებთან 1:2. რის შემდეგაც, ჩილელმა სპეციალისტმა Sky Sport -თან საუბარში აღნიშნა, რომ მისი გუნდი კრიზისშია.

„ბოლო პერიოდში ჩემი გუნდი ვერ თამაშობს ისე, როგორც შეგვეფერება. ეს ცსკა-სთან მატჩმაც კარგად დაგვანახა. ვერ ვიყენებდით მომენტს, მოსკოველებს კი იდეალურად გამოუვიდათ - 2 მომენტიდან მათ ორივეს გამოყენება შეძლეს. ამას მეორე ტაიმში ფერნანდინიოს და ტურეს გაძევება მოჰყვა, რამაც საბოლოოდ გაგვტეხა, მაგრამ წითელი ბარათები ჩვენ არ გვამართლებს“.

გუშინდელი მატჩის მოგება „მანჩესტერელებისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ახლა კი მათ ჯგუფური ეტაპის დასაძლევად მხოლოდ თეორიული შანსიღა რჩებათ.

E ჯგუფს „ბაიერნი“ ლიდერობს 12 ქულით მეორე და მესამე ადგილებს იტალიური „რომა“ და მოსკოველები იყოფენ, 4-4 ქულით, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ 2 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.


0.115652