ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” სეზონში მესამე მარცხი იწვნია. "მილუოკი” საშინაო კედლებში “ჩიკაგო ბულზთან” 85:96 დამარცხდა.
ზაზა ფაჩულია სასტარტო 5-ეულში არ იმყოფებოდა. ფაჩულიამ პარკეტზე 18 წუთი და 26 წამი დაჰყო. ზაზამ გუნდს 3 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 5-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და მხოლოდ ერთხელ მოათავსა კალათში და ერთიდან ერთი საჯარიმო სროლა გამოიყენა. ზაზამ 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო, ერთხელ დააფარეს და ბურთი ორჯერ დაკარგა. ფაჩულიას მარგი ქმედების კოეფიციენტი +3 გახლდათ.
მიმდინარე სეზონში ზაზას არც ერთი მატჩი არ დაუწყია სასტარტოში. “მილუოკს” 2 მოგება და 3 წაგება დაუგროვდა.