ფეხბურთი

4:26 | 6.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ 4 მერვედფინალისტი, რეკორდები და ინგლისური კრახი

მადრიდის “რეალის” ლეგენდა რაულ გონსალესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი აღარაა. დღეიდან მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში, ის რეკორდს ლიონელ მესისთან იყოფს, რომელმაც, “აიაქსთან” 2:0 მოგებულ შეხვედრაში, დუბლი გაიფორმა.

მესის და რაულს, ჩემპიონთა ლიგაზე, თანაბარი გოლები აქვთ გატანილი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინელს 71 ბურთის გასატანად მხოლოდ 90 თამაში დასჭირდა, ესპანელს კი – 142.

ამსტერდამში გამართულ შეხვედრამდე, მესი “რეალის” ფეხბურთელთან კიდევ ერთ რეკორდს იყოფდა. მას და კრიშტიანუ რონალდუს, ჩემპიონთა ლიგაზე, გოლი 22 სტადიონზე ჰქონდათ გატანილი. არგენტინელმა 23-ე სტადიონზეც გაიტანა და ამ მხრივ რეკორდსმენი გახდა.

სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების მიხედვით, იკერ კასილიასი ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა. ერთი დღის შემდეგ, მას მისივე ახლო მეგობარი, ჩავი ერნანდესი დაეწია. “ბარსას” კაპიტანმა ჩემპიონთა ლიგაზე 144-ედ ითამაშა. საინტერესოა, რომ მისი გუნდის მეტოქის, “აიაქსის” სასტარტო 11 ფეხბურთელის აქტივში ამ ტურნირზე ჩატარებული მხოლოდ 102 თამაში იყო.

ამსტერდამში მოგების წყალობით, “ბარსელონამ” შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა. F ჯგუფი ერთადერთია, რომელმაც ორივე 1/8-ფინალისტი გამოავლინა. “ბარსელონასთან” ერთად, ფლეი ოფის საგზური “პარი სენ ჟერმენმა” მოიპოვა, რომელმაც აპოელ-ს კვლავ მინიმალური სხვაობით სძლია. 2 კვირის წინათ გამართული შეხვედრისგან განსხვავებით, ედინსონ კავანიმ გამარჯვების გოლი თამაშის სტარტზევე გაიტანა. მან კვიპროსელთა კარი 54-ე წამზე აიღო, რაც ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგული გუნდების მიერ გატანილი უსწრაფესი გოლია.

აპოელ-თან გამართული თამაში ევროტურნირებზე ჩატარებული რიგით 31-ე საშინაო მატჩი იყო, რომელიც პსჟ-მ არ წააგო. პარიზელები, ამ მაჩვენებლით, “იფსვიჩს” გაუთანაბრდნენ, რომელსაც ევროტურნირზე, საკუთარ კედლებში, 1962 წლის შემდეგ არ წაუგია. თუმცა, ინგლისელებს უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე დიდი ხანია არ უთამაშიათ.

ჯგუფური ეტაპის მე-4 ტური ინგლისური გუნდების კრახით გამოირჩა. სამშაბათს, “არსენალმა” “ანდერლეხტთან” მოპოვებული 3-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა, ხოლო “ლივერპულმა” “რეალთან” წააგო. ოთხშაბათის თამაშების 2 მთავარი სენსაციის მონაწილენი ინგლისური კლუბები იყვნენ. “სიტი”, საკუთარ კედლებში, ცსკა-სთან დამარცხდა, ხოლო “ჩელსიმ” “მარიობორს” ვერ მოუგო. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამედ მოხდა, რომ ერთ ტურში, 4 ინგლისური გუნდიდან, ვერცერთმა მოიგო. აქამდე, ასეთი შემთხვევა 2005 და 2008 წლებში იყო დაფიქსირებული.

მანჩესტერში გამართული შეხვედრის სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში სეიდუ დუმბიამ გახსნა, რასაც იაია ტურემ ზუსტი ჯარიმით უპასუხა, მაგრამ დუმბიამ დუბლი გაიფორმა და მოსკოველებს, მიმდინარე გათამაშებაში, პირველი თამაში მოაგებინა. საინტერესოა, რომ დუმბიას, ჩემპიონთა ლიგაზე, 10-ჯერ გაუტანია, ბოლო 5 შემთხვევაში კი მან “მანჩესტერ სიტის” კარი აიღო.

შეხვედრის ბოლო 20 წუთში “ქალაქელთა” მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 70-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ფერნანდინიომ მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და “სიტი” კაცნაკლული დარჩა. 12 წუთში, იაია ტურეს, რომელსაც გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდა, მეტოქისთვის ხელის კვრის გამო, არბიტრმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და პელეგრინის გუნდს თამაშის 9 ფეხბურთელით დამთავრება მოუხდა.

“მანჩესტერ სიტიმ”, ინგლისის ჩემპიონის სტატუსით, ჩემპიონთა ლიგაზე მე-10 თამაში ჩაატარა და ვერცერთი მათგანი ვერ მოიგო.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც არა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა, არამედ პირველი ადგილიც ოფიციალურად გაინაღდა, “ბაიერნია”. მიუნხენელებმა “რომა” მე-2 მატჩშიც იოლად დაამარცხეს, თუმცა ამჯერად მოკრძალებული ანგარიშით – 2:0. ეს ნიშნავს, რომ “რომამ” ბოლო 2 თამაში, საერთო ჯამში, 1:9 წააგო. თუმცა, რუდი გარსიას გუნდი მე-2 ადგილს და ჯგუფიდან გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს.

მორიგი ფეერიული თამაში ჩაატარა “შახტარის” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ლუის ადრიანომ, რომელმაც ბატე-ს კარში 5 გოლის გატანის შემდეგ, ბელარუსებთან კვლავ გაილაღა. თუმცა, ამჯერად, მან მეტოქეს 3 ბურთი აკმარა. ლუის ადრიანო პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 3 ან მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 2 თამაშში გაიტანა. ის, ამ ტურნირზე, პირველი მოთამაშეა, რომელმაც ერთი გუნდის წინააღმდეგ ჰეთ თრიქი 2-ჯერ გაიფორმა. აქამდე, არცერთ ფეხბურთელს, ერთი მეტოქის წინააღმდეგ, ერთ გათამაშებაში 6 გოლზე მეტი გატანილი არ ჰქონდა, ლუის ადრიანომ კი ბატე-ს კარი უკვე 8-ჯერ აიღო. ბრაზილიელი ფეხბურთელი პირველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ 4 თამაშში 9 გოლი გაიტანა. ცნობისთვის, ჯგუფურ ეტაპზე ამაზე მეტი არავის გაუტანია.

სანამ ლუის ადრიანო ბატე-ს კარში გოლების გატანას განაახლებდა, “შახტარის” მხრიდან თავი დარიო სრნამ და ალექს ტეიშეირამ გამოიჩინეს. დონეცკელებმა თამაში 5:0 მოიგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ მატჩში, მათ ბატე-ს 12 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

იმავე ჯგუფში, ბოლოადგილოსან “ბილბაოსთან” 3 ქულა აიღო “პორტუმ”, რომელმაც 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა. პორტუგალიელებს ანგარიშის გახსნის კარგი შანსი პირველი ტაიმის მიწურულს მიეცათ, მაგრამ ჯექსონ მარტინესმა თერთმეტმეტრიანი არაზუსტად დაარტყა. კოლუმბიელმა შემტევმა, მე-2 ნახევრის დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთში, თავი მაინც გამოიჩინა, ხოლო 73-ე წუთზე, ბრაიმიმ გორკა ირაისოსის შეცდომით ისარგებლა და “პორტუს” 2:0 მოაგებინა.

როგორც უკვე აღინიშნა, ვერ მოიგო “ჩელსიმ”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლონდონელებმა 1/8-ფინალის საგზურის ოფიციალურად მოპოვება სამომავლოდ გადადეს. ჟოზე მოურინიოს გუნდი უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ 73-ე წუთამდე მაინც აგებდა. მე-2 ტაიმის დაწყებიდან მალევე, ირბაიმიმ საჯარიმოს წინა ხაზიდან ზუსტად დაარტყა და ლამაზი გოლით წინ “მარიბორი” გაიყვანა. ინგლისელებმა მატიჩის დარტყმით გაათანაბრეს და 85-ე წუთზე მათ ანგარიშში დაწინაურებაც შეეძლოთ, თუმცა აზარს თერთმეტმეტრიანი ჰანდანოვიჩმა აუღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

კვლავ უხვგოლიანი შეხვედრა ჩაატარეს “სპორტინგმა” და “შალკემ”. 3 ქულა, ამჯერად, პორტუგალიურ გუნდს დარჩა. “სპორტინგის” მოგება იმას ნიშნავს, რომ H ჯგუფში, მე-2 ადგილისთვის ბრძოლა უკიდურესადაა დაძაბული.

4 ტურის შემდეგ, ჯგუფიდან გასვლა უკვე ექვსმა გუნდმა გაინაღდა. ასეთი რამ, აქამდე, მხოლოდ 2-ჯერ, 2006 და 2009 წლებში მომხდარა.

E ჯგუფი

სიტი-ცსკა 1:2 (1:2)

მანჩსეტერი, “ეტიჰადი”

სიტი (4-4-2): ჰარტი, საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში, ნავასი (ნასრი 46), ტურე, ფერნანდო (ჯეკო 65), მილნერი, აგუერო, იოვეტიჩი (ფერნანდინიო 46).

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.

ცსკა (4-4-1-1): აკინფეევი, ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენიკოვი, მუსა, ვერნბლუმი, ნაჩო, ძაგოევი (ეფრემევი 86), ერემენკო, დუმბია (მილანოვი 66).

მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი.

გოლები: 0:1 დუმბია (2), 1:1 ტურე (8), 1:2 დუმბია (34).

გაფრთხილებები: ფერნანდინიო 62, ტურე 66, აგუერო 90 - ვერნბლუმი 28, იგნაშევიჩი 77, ერემენკო 79.

გაძევებები: ფერნანდინიო 70, ტურე 82.

მსაჯი: ტასოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი).

ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 17 (6)-7 (3), კუთხური: 6-1, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-5, ჯარიმა: 13-10.

ბაიერნი-რომა 2:0 (1:0)

მიუნხენი, “ალიანც არენა”

ბაიერნი (3-4-2-1): ნოიერი, ბენატია, ბოატენგი, ალაბა (როდე 81), რაფინია, ლამი (ჰოისბერგი 88), ალონსო (შაქირი 72), ბერნატი, გიოტცე, რიბერი, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა.

რომა (4-3-3): სკორუპსკი, ტოროსიდისი, მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი (კოული 46), ნაინგოლანი, დე როსი, კეიტა, ფლორენცი (პიანიჩი 58), დესტრო, იტურბე (ჟერვინიო 74).

მწვრთნელი: რუდი გარსია.

გოლები: 1:0 რიბერი (38), 2:0 გიოტცე (64).

გაფრთხილება: ალონსო 45+1.

მსაჯი: ჯიუნეით ჩაქირი (თურქეთი).

ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 24 (6)-5 (2), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-4, ჯარიმა: 12-9.

1. ბაიერნი 4 4 0 0 11:1 12
2. რომა 4 1 1 2 7:11 4
3. ცსკა 4 1 1 2 5:9 4
4. სიტი 4 0 2 2 4:6 2

F ჯგუფი

პსჟ-აპოელ 1:0 (1:0)

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, სილვა, ლუისი, მაქსველი, პასტორე, მოტა, მატუიდი, ლუკასი (კაბაიე 86), კავანი, ლავესი (ბაებეკი 78).

მწვრთნელი: ლორან ბლანი.

აპოელ (4-4-2): პარდო, სერხიო, ამორიმი, კარლაო, იოანუ, გომეში (შერიდანი 46), მორაიში, ვინიციუსი, ეფრემი, ჯებური (ალონეფტისი 64), მანდუკა (დე ვინსენტი 59).

მწვრთნელი: გიორგიოს დონისი.

გოლი: 1:0 კავანი (1).

მსაჯი: ოლეგარიო ბენკერენსა (პორტუგალია).

ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 18 (6)-3 (1), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 1-0, სეივი: 1-5, ჯარიმა: 10-8.

აიაქსი-ბარსელონა 0:2 (0:1)

ამსტერდამი, “ამსტერდამ არენა”

აიაქსი (4-3-3): სილესენი, ვან რეინი, ველტმანი, მოიზანდერი, ბოილესენი, კლაასენი, სერერო (დენსვილი 80), ანდერსენი (რიდევალდი 72), ელ-გაცი, სიგთორსონი (მილიკი 62), შონე.

მწვრთნელი: ფრანკ დე ბური.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი (ადრიანო 83), ბარტრა, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (რაფინია 80), ჩავი, სუარესი, მესი, ნეიმარი (პედრო 75).

მწვრთნელი: ლუის ენრიკე.

გოლები: 0:1 მესი (36), 0:2 მესი (76).

გაფრთხილებები: ელ-გაცი 9, ველტმანი 34, მოიზანდერი 40 – მასკერანო 8, ალბა 42, ალვესი 45.

გაძევება: ველტმანი 71.

მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია).

ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 7 (1)-13 (8), კუთხური: 1-4, თამაშგარე: 0-3, სეივი: 6-1, ჯარიმა: 14-6.

1. პსჟ 4 3 1 0 6:3 10
2. ბარსელონა 4 3 0 1 8:4 9
3. აიაქსი 4 0 2 2 3:7 2
4. აპოელ 4 0 1 3 1:4 1

G ჯგუფი

სპორტინგი-შალკე 4:2 (1:1)

ლისაბონი, “ჟოზე ალვალადე”

სპორტინგი (4-1-4-1): პატრისიუ, სედრიკი, სარი, ოლივეირა, ნასიმენტო, კარვალიო, ნანი (კაპელი 89), სილვა, მარიო (როზელი 82), მანე (კარილიო 68), სლიმანი.

მწვრთნელი: მარკო სილვა.

შალკე (4-2-3-1): ფერმანი, უჩიდა, ჰიოვედესი, ნოიშტადტერი, ფუხსი (კირხოფი 78), ჰიოგერი, აოგო, ჩუპო-მოტინგი, მაიერი (ბოატენგი 65), ობასი (სამი 69), ჰუნტელაარი.

მწვრთნელი: რობერტო დი მატეო.

გოლები: 0:1 სლიმანი (17, ს.კ.), 1:1 სარი (26), 2:1 ჯეფერსონი (52), 3:1 ნანი (72), 3:2 აოგო (88), 4:2 სლიმანი (90+1).

გაფრთხილებები: სარი 16, მარიო 40, კარვალიო 78 – ჰუნტელაარი 14, ფუხსი 18.

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია).

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 14 (8)-8 (2), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 2-1, სეივი: 0-4, ჯარიმა: 16-11.

მარიბორი-ჩელსი 1:1 (0:0)

მარიბორი, “ლიუდსკი”

მარიბორი (4-4-2): ჰანდანოვიჩი, სტოიანოვიჩი, რაიჩევიჩი, არგუსი, ვილერი, იბრაიმი (ბოჰარი 90), მერტელი, ფილიპოვიჩი, სალალიჩი (ნ’დიაიე 90+2), ზაჰოვიჩი (მენდი 73), ტავარესი.

მწვრთნელი: ანტე სიმუნძა.

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ივანოვიჩი, ზუმა, ტერი, ფილიპე (რამირესი 56), ფაბრეგასი, მატიჩი, ვილიანი (ოსკარი 46), შიურლე (კოსტა 46), აზარი, დროგბა.

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

გოლები: 1:0 იბრაიმი (50), 1:1 მატიჩი (73).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: აზარი 85.

გაფრთხილებები: ფილიპოვიჩი 36, სტოიანოვიჩი 53, ვილერი 85 – ფილიე 24.

მსაჯი: დანიალე ორსატო (იტალია).

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 11 (3)-21 (10), კუთხური: 2-6, თამაშგარე: 4-6, სეივი: 9-2, ჯარიმა: 12-7.

1. ჩელსი 4 2 2 0 9:2 8
2. შალკე 4 1 2 1 8:9 5
3. სპორტინგი 4 1 1 2 8:8 4
4. მარიბორი 4 0 3 1 3:9 3

H ჯგუფი

შახტარი-ბატე 5:0 (1:0)

ლვოვი, “ლვოვ არენა”

შახტარი (4-4-2): პიატოვი, სრნა, ორდეცი, რაკიცკი, შევჩუკი (მარლოსი 64), კოსტა, ფერნანდო (ფრედი 66), სტეპანენკო, ტაისონი (ბერნარდი 73), ტეიშეირა, ადრიანო.

მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ.

ბატე (4-2-3-1): ჩერნიკი, კაგუში, გაიდუჩიკი, პოლიაკოვი, მლადენოვიჩი, იაბლონსკი (ვოლოდკო 59), ვოლოდკო, იაკოვლევი (ოლეხნოვიჩი 46), კარნიცკი, გორდეიჩუკი, სიგნევიჩი (როდიონოვი 70).

მწვრთნელი: ალექსანდრ იარმოლენკო.

გოლები: 1:0 სრნა (19), 2:0 ტეიშეირა (48), 3:0 ადრიანო (58), 4:0 ადრიანო (83), 5:0 ადრიანო (90+3).

გაფრთხილებები: ადრიანო 45+3 – კაგუში 45+3.

გაძევება: კაგუში 45+3.

მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია).

ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 18 (9)-3 (1), კუთხური: 7-6, თამაშგარე: 3-0, სეივი: 1-4, ჯარიმა: 7-14.

ბილბაო-პორტუ 0:2 (0:0)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, დე მარკოსი, გურპეგი, ლაპორტე, ბალენსიაგა, სან ხოსე, რიკო, სუსაეტა (მუნიაინი 46), ეჩებარია (ირაოლა 46), იბაი (ვიგერა 73), ფერნანდესი.

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე.

ბატე (4-3-3): ფაბიანუ, დანილო, მაიკონი, მარტინს ინდი, ალექს სანდრო, ტორესი (ნევესი 82), კაზემირო, ერერა, ტელიო (კუარეჟმა 60), მარტინესი, ბრაიმი (ადრიანი 90+1).

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი.

გოლები: 0:1 მარტინესი (56), 0:2 ბრაიმი (73).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: მარტინესი 42.

გაფრთხილებები: გურპეგი 20 – ალექს სანდრო 17.

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 7 (0)-14 (4), კუთხური: 8-2, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-0, ჯარიმა: 22-21.

1. პორტუ 4 3 1 0 12:3 10
2. შახტარი 4 2 2 0 14:2 8
3. ბატე 4 1 0 3 2:19 3
4. ბილბაო 4 0 1 3 2:6 1

0.263572