თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრს გამოეთიშა ალექსანდრე მეტრეველი.
ქართველი ჩოგბურთელი უზბეკ სანიარ ფაიზიევთან გახლდათ შეამხანაგებული და საწყის რაუნდში მე-2 ნომრად განთესილ რუსულ-შვეიცარიულ დუეტთან (დმიტრიევი-მარგაროლი) 1:6, 3:6 წააგო.
შეგახსენებთ, რომ მეტრეველმა ერთეულების პირველი რაუნდი დასძლია და მერვედფინალში ფრანგ ჯონატან კანარს გაეჯიბრება.