ჩოგბურთი

0:02 | 6.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა სამ სეტში წააგო

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის ქალაქ ორტისეიში მიმდინარე ჩელენჯერს (საპრიზო ფონდი 64 ათასი ევრო) გამოეთიშა.

მერვედფინალურ ეტაპზე ბასილაშვილი მე-8 ნომრად განთესილ ამერიკელ ოსტინ კრაიჩეკს ეთამაშა და საათსა და 42 წუთში 6:7 (5:7), 6:3, 3:6 დამარცხდა.

ნიკოლოზმა ორტისეიში 8 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

0.106675