ფეხბურთი

15:30 | 6.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამი უდანაკარგო და ხუთი პლეი ოფის ზღვარზე

ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშების ნახევარი გაიმართა და გამოიკვეთა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც პლეი ოფში გასასვლელად იბრძოლებენ. ამ ეტაპისთვის სამია ისეთი გუნდი, რომელიც უდანაკარგოდ მიდის, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე კი, პლეი ოფში გასვლის შესაძლებლობას ხუთი გუნდი იტოვებს.

მეოთხე ტურში ერთმანეთის პირისპირ ის გუნდები წარსდგებიან, რომლებმაც ძალები ორი კვირის წინ მოსინჯეს, ოღონდ მასპინძლები იცვლება. პლეი ოფში ყველაზე ადრე გასვლა მოსკოვის “დინამოს” შეუძლია, რომელიც უდანაკარგოა, პორტუგალიურ “ეშტიროლს” რუსეთში მასპინძლობს, თამაში დანარჩენებზე 1 საათით ადრე იწყება და თუ გაიმარჯვა, არცთუ იოლი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ვადაზე ადრე გავა.

“დინამოს” კვალზე დადგომა ავსტრიულ “ზალცბურგსა” და შოტლანდიურ “სელტიკს” შეუძლიათ. ეს გუნდები უდანაკარგოთა რიგებში არ არიან, მაგრამ D ჯგუფს 7-7 ქულით ლიდერობენ და თუ გასვლით შეხვედრებს მოიგებენ, მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდებიან. თუმცა, ერთი კვირის წინ ვერცერთმა მათგანმა შეძლო მეტოქის განადგურება და ახლა “სელტიკს” რუმინეთში “ასტრასთან”, ხოლო “ზალცბურგს” ხორვატიაში ზაგრების “დინამოსთან” იოლი გასეირნება არ ექნებათ.

იტალიურმა “ინტერმა” ორი კვირის წინ მილანში ფრანგული “სენტ-ეტიენი” ვერ დაამარცხა, თუმცა, ახლა მეტოქის ძლევით პლეი ოფის საგზური ჯიბეში ექნება. აღსანიშნავია, რომ ფრანგებს განვლილ სამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანიათ, მაგრამ საკუთარი კარიც სამივე ჯერზე მშრალად შეინახეს და 3 ქულა აქვთ. ეს, მათ ჯამში წარმატების შანსს უტოვებს, ოღონდ ამისათვის დროა გოლების გატანა დაიწყოს და გამარჯვებები მოიპოვოს. საგულისხმოა, რომ F ჯგუფში “ინტერის” შემდეგ მეორე ადგილზეა აზერბაიჯანული “ყარაბახი”, რომელმაც გასულ ტურში “დნიპრო” დაამარცხა და თუ იგივეს საკუთარ მოედანზეც გაიმეორებს, პირველად აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორიაში პლეი ოფში გასვლის შანსი გაუჩნდება. ამ გუნდმა 2 კვირის წინ უკვე გადაწერა ისტორია, რადგან “დნიპროსთან” მოგება პირველი იყო აზერბაიჯანული კლუბისთვის ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

მეორე გუნდი, რომელიც უდანაკარგოდ მიდის იტალიური “ფიორენტინაა” და ამ სერიის შენარჩუნებით პლეი ოფისკენ მას გზა ხსნილი ექნება. სამივე განვლილი შეხვედრა მოიგო პოლონურმა “ლეგიამ”, მაგრამ მან გამარჯვება რომც მოიპოვოს, მისი ბედი ჯგუფის პარალელური მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული.

ზემოთ “სენტ-ეტიენის” სამი ფრე და სამივე 0:0 ვახსენეთ. კიდევ ერთ ფრანგულ გუნდ “ლილს” ასევე 3 ფრე აქვს, ოღონდ სხვადასხვა ანგარიშებით, ხოლო ზემოთნახსენებ “ლეგიას” სამივე თამაში ერთნაირი ანგარიშით - 1:0 აქვს მოგებული.

დანარჩენ ჯგუფებში ისეთი დაძაბული სიტუაციაა შექმნილი, რომ მეოთხე ტური ვერაფერს გადაწყვეტს. ზოგან სამს, ზოგან კი ოთხივე გუნდს რჩება პირველ-მეორე ადგილებზე გასვლის შანსი და ბრძოლებიც უშეღავათო იქნება.

ევროპის ლიგა 2014/2015.

IV ტური

A ჯგუფი

ციურიხი (შვეიცარია) - ვილიარეალი (ესპანეთი)

აპოლონი (კვიპროსი) - გლადბახი (გერმანია)

1.

ვილიარეალი

3

2

1

0

9:2

7

2.

გლადბახი

3

1

2

0

7:2

5

3.

აპოლონი

3

1

0

2

3:11

3

4.

ციურიხი

3

0

1

2

4:8

1

B ჯგუფი

ჰიკი (ფინეთი) - ტორინო (იტალია)

კოპენჰაგები (დანია) - ბრიუგე (ბელგია)

1.

ტორინო

3

2

1

0

3:0

7

2.

ბრიუგე

3

1

2

0

4:1

5

3.

კოპენჰაგენი

3

1

1

1

3:2

4

4.

ჰიკი

3

0

0

3

0:7

0

C ჯგუფი

ასტერასი (საბერძნეთი) - ტოტენჰემი (ინგლისი)

ბეშიქთაში (თურქეთი) - პარტიზანი (სერბეთი)

1.

ტოტენჰემი

3

1

2

0

6:2

5

2.

ბეშიქთაში

3

1

2

0

6:2

5

3.

ასტერასი

3

1

1

1

4:6

4

4.

პარტიზანი

3

0

1

2

0:6

1

D ჯგუფი

ასტრა (რუმინეთი) - სელტიკი (შოტლანდია)

დინამო (ზაგრები, ხორვატია) - ზალცბურგი (ავსტრია)

1.

ზალცბურგი

3

2

1

0

8:5

7

2.

სელტიკი

3

2

1

0

5:3

7

3.

დინამო ზაგრები

3

1

0

2

7:6

3

4.

ასტრა

3

0

0

3

3:9

0

E ჯგუფი

დინამო (მოსკოვი, რუსეთი) - ეშტორილი (პორტუგალია)

პანათინაიკოსი (საბერძნეთი) - პსვ (ჰოლანდია)

1.

დინამო მოსკოვი

3

3

0

0

5:2

9

2.

პსვ

3

1

1

1

2:2

4

3.

ეშტორილი

3

1

0

2

3:3

3

4.

პანათინაიკოსი

3

0

1

2

2:5

1

F ჯგუფი

ყარაბაღი (აზერბაიჯანი) - დნიპრო (უკრაინა)

სენტ-ეტიენი (საფრანგეთი) - ინტერი (იტალია)

1.

ინტერი

3

2

1

0

3:0

7

2.

ყარაბაღი

3

1

1

1

1:2

4

3.

სენტ-ეტიენი

3

0

3

0

0:0

3

4.

დნიპრო

3

0

1

2

0:2

1

G ჯგუფი

ფეინოორდი (ჰოლანდია) - რიეკა (ხორვატია)

სევილია (ესპანეთი) - სტანდარდი (ბელგია)

1.

სევილია

3

1

2

0

4:2

5

2.

სტანდარდი

3

1

1

1

3:2

4

3.

რიეკა

3

1

1

1

5:5

4

4.

ფეინოორდი

3

1

0

2

3:6

3

H ჯგუფი

ვოლფსბურგი (გერმანია) - კრასნოდარი (რუსეთი)

ევერტონი (ინგლისი) - ლილი (საფრანგეთი)

1.

ევერტონი

3

1

2

0

5:2

5

2.

ვოლფსბურგი

3

1

1

1

6:7

4

3.

ლილი

3

0

3

0

2:2

3

4.

კრასნოდარი

3

0

2

1

4:6

2

I ჯგუფი

სპარტა (ჩეხეთი) - სლოვანი (სლოვაკეთი)

ნაპოლი (იტალია) - იანგ ბოიზი (შვეიცარია)

1.

იანგ ბოიზი

3

2

0

1

8:3

6

2.

სპარტა

3

2

0

1

7:4

6

3.

ნაპოლი

3

2

0

1

5:3

6

4.

სლოვანი

3

0

0

3

0:10

0

J ჯგუფი

დინამო (კიევი, უკრაინა) - ოლბორგი (დანია)

რიუ ავე (პორტუგალია) - სტიაუა (რუმინეთი)

1.

სტიაუა

3

2

0

1

9:4

6

2.

დინამო კიევი

3

2

0

1

6:4

6

3.

ოლბორგი

3

2

0

1

4:6

6

4.

რიუ ავე

3

0

0

3

1:6

0

K ჯგუფი

გენგამი (საფრანგეთი) - დინამო (მინსკი, ბელარუსი)

ფიორენტინა (იტალია) - პაოკი (საბერძნეთი)

1.

ფიორენტინა

3

3

0

0

7:0

9

2.

გენგამი

3

1

1

1

2:3

4

3.

პაოკი

3

1

0

2

6:4

3

4.

დინამო მინსკი

3

0

1

2

1:9

1

L ჯგუფი

ლოკერენი (პოლონეთი) - ტრაბზონსფორი (თურქეთი)

ლეგია (პოლონეთი) - მეტალისტი (უკრაინა)

1.

ლეგია

3

3

0

0

3:0

9

2.

ტრაბზონსფორი

3

2

0

1

4:2

6

3.

ლოკერენი

3

1

0

2

1:3

3

4.

მეტალისტი

3

0

0

3

1:4

0

0.138825