ფეხბურთი

22:07 | 5.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმსის ფინანსური გასაჭირი

ცნობილი ინგლისელი მეკარე დევიდ ჯეიმსი სამახსოვრო ნივთებს, ფორმებს, ბუცებსა თუ მეკარის ფორმას აუქციონზე ყიდის. ჯეიმსი მიმდინარე წლის მაისში ბანკროტად გამოცხადდა და ფინანასურმა გაჭირვებამ ინგლისელი იმ აზრამდე მიიყვანა, ძვირფასი ნივთები აუქციონზე გაეტანა.

აუქციონზე გამოტანილ ნივთებში შედის ფრენკ ლამპარდის ფორმა, დევიდ ჯეიმსის ბუცები, ასევე ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორმა, რომლითაც 44 წლის მეკარეს ოფიციალურ მატჩებში უთამაშია.

ჯეიმსი ამჟამად ინდოეთის სუპერლიგის კლუბ “კერალა ბლასტერში” გამოდის.

0.12679