პოლონელი ფეხბურთელის გრეგორ კრიჩოვიაკის შეძენით არსენ ვენგერი დაინტერესდა. ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი ფრანგულ ბაზარს განსაკუთრებით აკვირდება ხოლმე. კრიჩოვიაკი კი ფრანგული კლუბებში წლების განმავლობაში თამაშობდა, ხოლო ზაფხულში “სევილიაში” გადავიდა და ესპანურ კლუბში გამორჩეულ მოთამაშედ იქცა.
კრიჩოვიაკის პირადმა აგენტმა სეზარ კუჩარსკიმ, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია, ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო “არსენალთან” მოლაპარაკებები და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი მხოლოდ ესპანურ გუნდზეა კონცენტრირებული.