მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა კლაუდიო პისარომ ვარჯიშზე ბარძაყის ტრავმა მიიღო და გუნდს რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
უკვე ცნობილია, რომ პერუელი ფეხბურთელი "რეკორდმაისტერს" ჩემპიონთა ლიგაზე "რომას", ხოლო ბუნდესლიგაში "აინტრახტის" წინააღმდეგ მატჩებში ვერ დაეხმარება. თუ რამდენხანს გასტანს პისაროს სარეაბილიტაციო პერიოდი, უცნობია.
პერუელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.