ფეხბურთის ბელგიელი ანალიტიკოსი სტეფ ვინანტსი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს “გენკში” კიდევ ერთი შანსი უნდა მისცენ.
“პირველ ორ მატჩში ჩვენ ვფიქრობდით, რომ ის იყო მოთამაშე, რომელიც “გენკს” გამოადგებოდა – შემოქმედი და სწრაფი. თუმცა, ორი თვის გასვლის შემდეგ, მან უნდა იმუშავოს, რომ ბოლო შანსი გამოიყენოს. ეს მისი მესამე შანსია, რომელსაც უნდა მოეჭიდოს” – განაცხადა ვინანტსმა TVL Sportcafe-თან საუბარში.
ამჟამად, ოქრიაშვილი “გენკის” სარეზერვო გუნდში ვარჯიშობს და კონდიციების გასაუმჯობესებლად ფიზმომზადების მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშაა.