ომარ თეთრაძე სამუშად დაბრუნებას ყაზახურ ფეხბურთში აპირებს. ინტერნეტპორტალ sports.kz-ს ინფორმაციით, 45 წლის საფეხბურთო სპეციალისტი 20 ნოემბერს ყაზახეთში ჩაფრინდება და ადგილობრივი პრემიერლიგის ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლებს მოსალაპარაკებლად შეხვდება.
აქამდე, ცნობილი იყო, რომ თეთრაძე ყაზახეთში 4 ნოემბერს ჩავიდოდა, მაგრამ მისი ვიზიტი ნოემბრის მეორე ნახევრისთვის გადაიდო.
2013 წელს, ის სათავეში ტალდიკორგანის “ჟეტისუს” ჩაუდგა, რომელიც 2014 წლის სექტემბერში კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვა.