ფეხბურთი

16:29 | 5.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი იმედგაცრუებულია

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ანდერლეხტის" წინააღმდეგ ფრედ (3:3) დასრულებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე იმედგაცრუებული გახლდათ.

ფრანგი სპეციალისტის რეაქცია ლოგიკური გახლავთ, რადგან "მეთოფეები" 58-ე წუთისთვის 3:0 იგებდნენ და შემდეგ სამი გოლი გაუშვეს. არადა, მოგების შემთხვევაში ლონდონელები მერვედფინალის საგზურს მოიპოვებდნენ.

"პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე დაცვაში სუსტად გამოვიყურებოდით და დავისაჯეთ კიდეც. უკმაყოფილო და იმედგაცრუებული ვარ, რადგან გუნდმა ძალიან სუსტად ითამაშა. ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა უკვე შეუძლებელი გახდა, რადგან ისეთ გუნდთან, როგორიც "ანდერლეხტია", სამი ბურთის სხვაობა ხელიდან არ უნდა გაუშვა." - განაცხადა ვენგერმა.

"არსენალს" მომდევნო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე 26 ნოემბერს შინ "ბორუსიას" წინააღმდეგ ელის. დორტმუნდელები ჯერჯერობით უდანაკარგოდ ასპარეზობენ და წაგების შემთხვევაშიც პირველი ადგილის შანსს ინარჩუნებენ.

0.117041