ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” ნახევარმცველი გუჯა რუხაია, ინტერნეტპორტალ onedivision.ru-ს ვერსიით, რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
მე-17 ტურში, ხაბაროვსკელებმა სახლში სამარას “კრილია სოვეტოვი” 1:0 დაამარცხეს და გამარჯვების გოლი 70-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა 13 მატჩი ჩაატარა და 3 ბურთი გაიტანა. ორჯერ მისი გოლები გადამწყვეტი აღმოჩნდა.
“გამარჯვების გოლი თავის ანგარიშზე რუხაიამ ჩაიწერა და ჩემპიონატის ლიდერი უქულოდ დატოვა. მან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა. განვლილ მატჩში, შედეგიანი გუჯას მესამე დარტყმა აღმოჩნდა” – იუწყება onedivision.ru რუხაიას შესახებ.
მიმდინარე სეზონში ქართველი ნახევარმცველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს ვიღაა ნეტა
ავშენდით