თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა ალექსანდრე მეტრეველმა.
მე-6 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოთამაშე ხორვატ ფრანკო მიოჩიჩს 6:2, 4:6, 6:2 სძლია და მერვედფინალში გააღწია, სადაც მისი მეტოქე ფრანგი ჯონატან კანარი იქნება.
ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს გამოეთიშნენ ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია. წყვილთა შეჯიბრის საწყის რაუნდში ქართველი გოგონები რუმინულ დუეტთან (როსკა-შატმარი) 4:6, 3:6 დამარცხდნენ.